მოსწავლეთა ნამუშევრები

                                                     
                                                      ომი   და    მშვიდობა
სოხუმში  ვცხოვრობდი... ბევრი მყავდა აფხაზი და ქართველი მეგობარი... ყოველ დღე დავდიოდით ზღვაზე. ვეფიცხებოდით მზეს, ვთამაშობდით კენჭებით. როცა მოგვშივდებოდა მოვრბოდით  სახლებში. ვინც ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა მათთან შევირბენდით და ტკბილ ლუკმას ვინაწილებდით. ეს იყო ბედნიერი ბავშვობა,რომელიც ომმა დაანგრია! დღმდე არ ვიცი ვინ დაიწყო, ვინ გაყო ბავშვები! ვინ დაათითოვა აფხაზები,რუსები ქართველები!
 ინგრეოდა კორპუსები, სახლები. ისმოდა ტირილი,კვნესა! ვტიროდი.გარეთ არ მიშვებდნენ ვეხვეწებოდი დედას,მაგრამ არაო. ერთ დღეს გამომიცხადა:_ მივდივართო... ერთი პატარა კატა მყავდა და ერთი ძაღლი, მთელი დღე ვეფერებოდი.დედამ,__ ამათ ვერ წავიყვანთო.__ვიტირე,მაგრამ არ გაჭრა.ავიყვანე ორივე და ჩემ მეგობარ აფხაზ ბიჭუნას მივუყვანე . ეგობარი გადამეხვია,ხან მემკოცნიდა, ხან __ძაღლს. როგორც იქნა დავემშვიდობე.
დილას ადრე გავედით.გემით უნდა წავსულიყავით. უკან მოვიხედე და დავინახე ჩემი მეგობარი  აფხაზი ბიჭუნა ძაღლთან ერთად მორბოდა  ტირილით, უნდა დაგემშვიდობოთო.მეც ვტიროდი. ვეხვეოდით ერთმანეთს. საოცარი ის იყო,რომ ძაღლიც ტიროდა. ვინც დაგვინახა ყველა ატირდა.
მე მუხლებზე დავეცი:__ ღმერთო,ვინ მოიგონა ომი,ვინ დაგვათითოვა,ვინ წაგვართვა ბავშვობა?!

                                                                                   მიშო ვიბლიანი
                                                                                    ფარის საჯარო სკოლის

                                                                               მე-6 კლასის მოსწავლე


                                            მგელი და თემო                                                                                                                                                                                                                                                        იყო ერთი პატარა ბავშვი,  სახელად, თემო . ის იზრდებოდა პატარა სოფელში, რომელიც ზღაპრულად ლამაზი იყო. სოფლის მარჯვენა მხარეს დიდი ყანები იყო, ხოლო სოფლის მარცხენა მხარეს__ მდინარე.  დღე არ გადიოდა, რომ მგლებს ცხვარი არ დაეგლიჯათ. გავიდა დრო. თემო უკვე რვა  წლის იყო და სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მას არ აინტერესებდა   სოფლის სილამაზე, გული უფრო შორს უწევდა. მას სურდა უფრო უკეთ გაეგო იმ ტყისა და მთების შესახებ,რომელიც ირგვლივ ეკრა მის სოფელს,სადაც მონადირეების გარდა არავის დაედგა ფეხი.  ეთხელ თემო   სახლიდან გაიქცა და  ტყისკენ გაემართა. გზად ბევრი საინტერესო რამ შეხვდა. თემო ძალიან გაოცდა,როცა იპოვა ტყეში მაღალი მუხის ხე. მასზე აძვრა და მისი სოფელი დაინახა,მაგრამ ამან არ  დააინტერესა და ძირს ჩამოვიდა, გზა გააგრძელა.  უცებ პატარა რუს მიაგნო, რომელიც მიწიდან ჩუხჩუხით მოთქრიალებდა  და იქ მოისვენა.
თემომ ტყის თვალიერება დაიწყო. უეცრად, გორაკიდან უცნაური ხმა გაიგონა.  აიხედა და დაინახა მგელი, რომელსაც მოჰყვებოდა სამი ლეკვი. თემომ იფიქრა გავიქცევიო, მაგრამ გვიან იყო ,მგელი უკვე მისკენ ღრენით მოდიოდა. უეცრად ერთ-ერთი  ლეკვი თემოსთან  მიგორდა და ლოკვა დაუწყო. მგელმა ღრენა შეწყვიტა და  ახლოს მივიდა, დაყნოსა. თემოს შიშთ გული ეწურებოდა.წარმოიდგინა,როგორ გლეჯდა მის პატარა სხეულს უზარმაზარი ძუ მგელი,  მაგრამ მგელს არ უკბენია და გზა გააგრძელა.დიდხანს ფიქრობდა  თუ რატომ დაინდო მგელმა ის და უცებ მიხვდა,რომ მგელში დედობრივმა გრძნობამ გაიღვიძა და პატრა თემო შეიბრალა.
 თემომ დრო არ დაკარგა და სახლისკენ მოკურცხლა .იქ სოფლის მონადირეებს  ყველაფერი უამბო და ადგილიც მიუთითა.  მათ იარაღი გაამზადეს და წავიდნენ.უცებ, თემო  სინდისმა  შეაწუხა,მიხვდა,რომ ძლინ ცუდად მოიქცა.ახლა  მონადირეები ადვილად აიღებდნენ მგლის კვალს და სიცოცხლეს მოუსწრაფებდნენ.ამ ფიქრებში იყო,როდესაც სოფლის ორღობეში აღმოჩნდა და დაინახა ტყიდან მომავალი მონადირეები,რომელთაც  მკვდარი  ძუ მგელი და სამი ლეკვი მოჰყავდათ.თემოს ძალიან გაუხარდა,რომ ლეკვები ცოცხლები იყვნენ,მაგრამ საშინლად ეტკინა გული,რომ ისინი ვერსადროს  ნახავდნენ დედას.მიხვდა, მათ დაობლებაში  წვლილი რომ ჰქონდა და ცრემლები წასკდა.
                                                                                                          დავით ვიბლიანი
                                                                                                     ფარის საჯარო სკოლის

                                                                                                                               მე-6 კლასის მოსწავლე                                
                                                                 
                                                ,,ბედნიერების     სავანე“
 არსებითი სახელმა გადაწყვიტა აეშენებინა ქალაქი და დაერქმია მისთვის“ არსებითი სახელის ქალაქი“.
სწრაფად დაასრულა მშენებლობა,ულამაზესი საგნები შექმნა,მაგრამ მაინც ყველაფერი უღიმღამო და უფერული იყო.დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიხვდა,რომ რაღაც აკლდა და ეს რაღაც ჰქონდა ზედსართავ სახელს.
არსებითი სახელმა თქვა:,, რა მდიდარი ქალაქი მაქვს, თუმცა სილამაზე და  მრავალფეროვნება  აკლიაო, ზედსართავი სახელის  ქალაქში  კი  მარტო ფერები არის,  მაგრამ მას არ აქვს  საგნები, არ ჰყავს ადამიანები და ცხოველები,ხოლო  ეს ყველაფერი მე  მაქვს , მაგრამ  ფერების გარეშე  მაინც უსიცოცხლო და უფერულია.
       არსებითი  სახელი,  ზედსართავი  სახელის  ქალაქში ჩავიდა,შეხვდა ზედსართავ სახელს და უთხრა:    მეგობარო,მე ულამაზესი საგნები მაქვს,მაგრამ ყველაფერს სიცოცხლე აკლია,ფერები აკლია და უფერულია,შენთან ხალისი და სიცოცხლეა,მაგრამ საგნები არ გაქვს,მოდი  გავერთიანდეთ,ვიმეგობროთ და შევქმნათ ლამაზი,ფერადი ქალაქი,   და დაერქმევა ერთიანი სახელი,  ,,ბედნიერების  სავანე“ .
 ზედსართავ  სახელმა გადახედა  თავის ქალაქს და თქვა: მართლაც,ულამაზესია ჩემი ქალაქის ფერები,მაგრამ უსაგნოდ არაფერს აქვს აზრი და შინაარსი. გავერთიანდეთ ,მე ჩემს ფერებს შევასხამ შენს საგნებს გავალამაზებს ქალაქს,ერთმანეთს შევეწყობით   და  იქ  მცხოვრებლები    ბედნიერები  იქნებიან. 
შებინდებისას,ზედსართავ სახელმა  ფუნჯით  ჩამოუქროლა საგნებს.
დილას,ქალაქელებმა ყველაზე ლამაზ  ქალაქში გამოიღვიძეს,მზე ყვითელი იყო,ცა ლურჯი,ტყე მწვანე და სიცოცხლე ლამაზი.ქალაქის მცხოვრელბებს კიდევ ერთი უჩვეულო სენი შეეყარათ,ისინი ღიმილს ვეღარ იშორებდნენ და სიყვარულით ეგებებოდნენ ერთმანეთს.                                                                                                                                                                                                                                        ნიკა სუბელიანი.     .
                                                                                                             
                              გაზაფხულის   ია
ძალიან მიყვარს გაზაფხული. მიყვარს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ყვავის. გაზაფხულზე ხომ იები  ამოდიან, ნელი სიო უბერავს და შხაპუნა წვიმა მოდის. სულ ესაა ყველაფერი,რის გამოც წელიწადის ეს დრო განსაკუთრებით მიყვარს.ჩემთვის ეს არაა მხოლოდ წელიწადის ერთი სეზონი,რომელიც უბრალოდ მოდის.ის ჩემთვის ყველაფერია!დრო რომელიც შეგიძლია ისე გაატარო მთელი ცხოვრება, რომ დაგამახსოვრდეს,მაგრამ არა ისე,როგორც ცუდი მოგონება! მოგონება,რომლის გახსენების დროსაც სახეზე ღიმილი დაგკრავს და გულში რაღაც ძალიან დიდ ბედნიერებას, სიხარულს და კმაყოფლების გრძნობას გიტოვებს.
გაზაფხულის მშვენიერი საღამო იყო.ბუნებაში ვსეირნობდი და ვტკბებოდი იმ სანახაობით, რომელიც თვალწინ მეშლებოდა.ფოთლების შრიალი და ნელი სიო,რომელსაც თან მოჰყვებოდა ახლად ამოსული იებისა და ენძელების სურნელი.  იმ წამებში არავინ და არაფერი მახსოვდა.ჩემი ყველა ცუდი თუ კარგი თავს გადახდენილი ამბავი თავიდან ამოვშალე და ახალი, მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებების შეგროვებას შევუდექი.
პატარა გორაზე ავედი, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი. დიდ ლოდზე ჩამოვჯექი და ბუნების ამ გასაოცარ სურათს შევყურებდი.თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ჩემს გვერდით ის ადამიანები,რომლებიც ძალიან მაკლდა მთელი ამ ხნის მანძილზე.ბუნებას ისეთი სახე მიეღო, უხაროდა ჩემი იმ ადგილას,იმ წამს ყოფნა! ჩიტების ჭიკჭიკი აცოცხლებდა არემარეს.ისევ დავხუჭე თვალები და მშვიდად განვაგრძე ოცნება,როცა თვალები გავახილე ჩემს ფეხებთან პატარა ძაღლი ჩამოსკუპებულიყო და კუდს აქეთ-იქით აქანავებდა.გამიკვირდა და თან  გამიხარდა მისი დანახვა.ხელში ავიყვანე და ჩავიხუტე.ცოტა ხანში იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვიყავით ლამაზი,მაგრამ სევდიანი გოგონა ამოვიდა, რომელსაც ეტყობოდა რომ ძალიან დიდი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი.ლეკვი წამართვა და ტირილით გაიქცა.მე უკან გავედევნე და ვცდილობდი დავწეოდი,მაგრამ ის ისე სწრაფად მირბოდა ვერ დავეწიე.საბოლოოდ დაიღალა და ქვაზე ჩამოჯდა. მივუახლოვდი.ისევ დააპირა გაქცევა,მაგრამ გადაიფიქრა,.მივედი და მისი დამშვიდება ვცადე.მწარედ ტიროდა.გულში ჩვაიკარი და ცოტა რომ დამშვიდდა ვკითხე:
_რა მოხდა,რატომ ტირი?
_დედა გამახსენდა! იცი, გაზაფხული ჩემთვის ყველაზე საყვარელი სეზონი იყო.გაზაფხულზე დედასთვის იები მიმქონდა,ის კი ღიმილით და სიყვარულით აღსავსე თვალები შემომყურებდა. კაბა, რომელსაც იები ეხატა ყველაზე ხშირად ეცვა.გვირგვინი, რომელსაც იებისგან ვუწნავდი და თავზე ვადგამდი, ძალიან მახარებდა მანამ, სანამ გასულ წელს დედას საბოლოოდ არ გამოვემშვიდობე. ახლა კი, როცა ამ იებს შევყურებ  არ მინდა დავიჯერო, რომ დედა აღარ მყავს,რომ მან დამტოვა და ძალიან შორს წავიდა!დედის გარეშე ცხოვრება აუტანელია!იცი, სკოლაში მარტოხელას და ობოლს მეძახიან, რადგან აღარ დამრჩა ისეთი ადამიანი, ვინც ჩემზე იზრუნებს.ძალიან ბევრჯერ მიჩხუბია მათთან. ახლაც მათ გამოვექეცი,მინდოდა  შორს წავსულვიყავი და შენ გადაგეყარე,შენ მათ არ გავხარ სულ სხვანაირი ხარ!
__დამშვიდდი, ძალიან გთხოვ!
__იცი,  წელს  იები რომ დავკრიფე , ისევ წავუღე  დედას,მაგრამ მან ადრინდელივით მომღიმარი სახით არ გამომართვა  საყვარელ ყვავილები.მე ისინი მის საფლავთან დავტოვე.გუშინ  საფლავზე რომ ვიყავი, ახალამოსული ია შევნიშნე და  დავრწმუნდი, რომ დედა და ია ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ და ერთმანეთს ავსებდნენ.იცი, დედის გარეშე სიცოცხლე არ მინდა!__და გოგონა ატირდა.

__კარგი რა, ამას ნუ ამბობ! მართლია, ადამიანები გვტოვებენ ,მაგრამ ისინი ჩვენს გულში და გონებაში საბოლოოდ იმკვიდრებენ ადგილს.__ვუთხარი თუ არა, გულში მაგრად ჩავიკარი და მეც თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.ორივე ვტიროდით და მალე წვიმაც წამოვიდა.თითქოს ამ ამბავს ბუნებაც განიცდიდა და ჩვენთან ერთდ ტიროდა.
                                                                                                    ავტორი:მარიამ ნარსავიძე

                                                   
                                             უპასუხო  კითხვები
იქიდან  მოყოლებული, რაც ქალაქიდან მთაში ოჯახთან ერთად გადასახლდა  შვიდი წლის ევა, ყოველდღე აივანზე გადადგებოდა და შეჰყურებდა მაღალ მთებს. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. აინტერესებდა,რა  იყო ამ მთებს მიღმა. ყოველთვის ეკითხებოდა უფროსებს , მაგრამ ყველა იცინოდა, თავზე ხელს უსვამდნენ,პასუხს კი არავინ აძლევდა.ევა ძლინ განიცდიდა,რომ უფროსები მას პატარა სულელ არსებად აღიქამდნენ და არ პასუხობდნენ იმ კითხვებს,რომელიც მას ასე აწვალებდა.თავად მუდამ მზად იყო გაეცა პასუხი უფროსებისთვის და ძლინ უკვირდა,ვერაფრით მიმხვდარიყო რატომ უჭირდათ უფროსებს კითხვებზე პასუხების გაცემა.ევამ საკუთარ თავს უპირველეს წესად დაუდგინა,რომ ყოველთვის გაეცა პასუხი კითხვისთვის  რომელსაც დაუსვამდნენ!
გადიოდა დღეები. ევა იზრდებოდა და  კითხვაზე,თუ რა იმალებოდა მთებს გადაღმა, პასუხი თვითონვე იპოვა.ის  თავისუფალი და მეოცნებე გოგონა იყო, ყოველთვის იზიდავდა იდუმალება და ცდილობდა შეეცნო ხილულს მიღმა არსებული სამყარო.თოვლიანი მწვერვალები  პასუხგაუცემელ ბავშვობის ინტერესსა და ოცნებებს აგონებდა და ყოველ დღე ემზადებოდა იმისთვის, გაეგო რა იყო მთებს მიღმა.
__არასოდეს თქვა უარი შენს ოცნებებზე!__თქვა ევამ და სალაშქროდ გაემზადა._ დროა,ბავშვობის იდუმალებით მოცულ კითხვებზე პასუხები მივიღო!
 არასოდეს  უგრძვნია ასე ბედნიერად თავი,როდესაც  მწვერვალს თავზე მოექცა და უკიდეგანოდ გაშლილ სივრცეს თვალი გადაავლო.მის ცისფერ თვალებში ბედნიერების შუქი  მზის სინათლეს ერწყმოდა და საოცარ სიხარულს აფრქვევდა ირგვლივ.ეს იყო წუთები,როცა პატარა  გოგონამ გაიღვიძა მასში და სანუკვარი ოცნების ახდენის სასიამოვნო განცდას ისრუტავდა.
ერთხელ განცდილი ნეტარება დაუოკებელი სურვილად იქცა .მთელი არსებით სურდა  კიდევ მეტად შეეგრძნო ბუნება და მწვერვალების იდუმალება.ევა არაფერს უშინდებოდა  მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ოღონდ უფრო მაღლა ასულიყო, მთის წვერზე, ვიდრე წინა ლაშქრობაზე თავის ყოველ ლაშქრობას აღწერდა და უკვე იმდენი ნაწერი მოუგროვდა, რომ გადაწყვიტა ეს ყველაფერი ერთ დიდ მოთხრობად ექცია .
ევა 18 წლის იქნებოდა , როდესაც გააღო დალუქული კარადა,სადაც მთელი თავისი ნაწერები ქონდა შენახული და მათი კითხვა დაიწო. ევა ძალინ გაიტაცა  ბავშვობის ნაწერებმა. ეს მთები და ლამაზი ბუნება  ბავშვის თვალით დანახული და აღწერილი იყო, მაგრამ ევას თავისი ნაწერი ძალიან მოსწონდა  და ამაყობდა კიდეც თავისი მიზანდასახულობით ,საოცრად მეოცნებე ბუნებით და ღიმილს ვერ იშორებდა,როცა უფროსების მიერ გაბრაზებული მთელ  გულისწყენას თეთრ ფურცელს უზიარებდა.
ევა მიხვდა, უფროსებს მისთვის  ყველა კითხვაზე რომ ეპასუხათ,ის ვერასოდეს იპოვიდა  პასუხს.ამიტომ გადაწყვიტა თავისი მოთხრობების კრებულისთვის ეწოდებინა     “უპასუხო კითხვები“


 დათო ნარსავიძე.
ფარის საჯარო სკოლის,
მე-9 კლასის მომსწავლე                


                               
                                      ჩემი პირველი მოთხრობა "მზე"
                                                                                                   ავტორი ზური რეზესიძე.
  საოცარია სამყარო მისი შეუცნობელი არსით და ქმნილებით...
ლამაზი, ბრწყინვალე,  კაშკაშა, ამომავალი დიდი წითელი ბურთი, რომელსაც მზე ჰქვია, მისი სხივები აცოცხლებს დედამიწას და ჰმატებს მხიარულებას, მისი წყალობით  ნათდება ჩვენი საარსებო გარემო-დიდი, ლამაზი დედამიწა.
  ჩემი მოთხრობის გმირი არ არის არც ცხოველი, არც ფრინველი და ზოგადად სულიერი  არსება, მაგრამ ის ყველას და ყველაფერზე ფიქრობს,სამყარო მისით არსებობს. ის სინათლეა,სითბოა და სიცოცხლეა,რომელის გარეშეც ყველა და ყველაფერი შეწყვეტდა სუნთქვას,მაშ, ის სიცოცლხეც ყოფილა,რომელიც ყველაფერზე ფიქრობს გარდა საკუთარი თავისა.ის ფიქრობს ადამიანზე,მაგრამ ადამიანი?
 ადამიანი რას აკეთებს?- არც არაფერს. ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, მას არ ანაღვლებს რას გრძნობს მზე,როცა ადამიანი   ზიანს აყენებს მას ,დედამიწას და სამყაროს,რომელშიც ის ცხოვრობს.
ჩვენი, ადამიანების გამო, დედამიწა გადახრილია მზისკენ და ამას  შეიძლება მოყვეს  გლობალური დათბობა,რაც შეცვლის სამყაროს კანონზომიერებას.
 ერთხელ ,მზე და მთვარე დედამიწასთან ერთდროულად გაჩნდა, მზეს მთვარე გადეღობა და მზის სხივებმა ვერ მიაღწია დედამიწამდე ...დედამიწაზე ყველაფერი დაბნელდა, ამოვარდა ქარიშხალი...ადამიანი კი იდგა და ძრწოდა....მზემ გააძლიერა ნათება და  მთვარე იძულებული გახდა დედამიწის გარშემო, ორბიტაზედაბრუნებულიყო და განეგრძო ბრუნვა   და ხელი არ შეეშალა მზის სიყვარულის,სითბოსა და სინათლის დედამიწამდე მიწვდენაში.
ადამიანი კი მიხვდა,რომ მზე,მთვარე და დედამიწა მისთვის არსებობენ,რომ გაათბონ,გაანათონ და სიცოცხლე შეაგრძნობინონ მთელი არსებით.
ადამიანო! ჰეი,შენ პატარა არსებავ,მოეფერე მზეს,გაუფრთხილდი დედამიწას და მიუალერსე მთვარეს ისინი  შენს ირგვლიავ ტრიალებენ და შენზე ზრუნავენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩვენ...

"გაკვეთილი მუზეუმში" კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუა...