დასკვნით შემაჯამებელი ღონისძიება

პროექტის " სასწავლო გარემოს გაუმჯობესება,ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გასაუმჯობესებლად" ფარგლებში გამოცხადებული იყო მოთხრობების კონკურსი "ჩემი პირველი მოთხრობა".
კონკურსი მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში შემოქმედებითი წერის უნარის განვითარებას.თემატიკა შეუზღუდავი იყო,მოსწავლეებს უნდა დაეწერათ იმაზე,რაც მათ მოსწონდათ.
კონკურსის ფარგლებში,საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩერთო 35 მოსწავლე.
თითოეული მოსწავლის ნამუშევარი იმდენად უნიკალური და საინტერესო იყო,რომ თითოეული მათგანის ნამუშევარი შეფასდა ,როგორც საუკეთესო და დაიბეჭდა წიგნად,რომელსაც რეზენზიები დაურთეს მწერლებმა:დიანა ანფიმიადმა,დინა მირცხულავამ,გიორგი კეკელიძემ და გიორგი კილაძემ-საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 
მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების განყოფილების დირექტორის მოადგილე .
   წიგნის ყდის დიზაინერი გახდა ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე,ანასტასია რატიანი.
 მზადება წიგნის პრეზენტაციისთვის ხანგრძლივი პროცესი იყო,უამრავი დეტალი იყო გასათვალისწინებელი და განსაკუთრებით ის ფაქტი,რომ ყველა მონაწილისათვის ეს დღე ყოფილიყო საუკეთესო მოგონებებით სავსე.
 დაიწყო მოლაპარაკება კერძო პირებსა  და ბიზნეს წარმომადგენლებთან,რომ მათ გამოევლინათ მათი ფავორიტი და მათთვის დაეწესებინათ პრიზები.
  მონაწილეებისათვის პრიზები დააწესა პიცერია "იდილიომ",ააიპ ორგანიზაციამ "გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები", სოციალურ საწარმომ "მზეკომ",კოალიცია განათლება ყველასათვის საქართველომ,ფარისა და დაბა მესტიის # 3 საჯარო სკოლამ, ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა,ქალბატონმა მანანა შეყილაძემ, ლახამულის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინელი ეჯიბაძემ,  მესტიის მუნიციპალიტეტის,სოფ. ლახამულის მაჟორიტარმა დეპუტატმა,ვალოდია ჭკადუამ.პოეტმა ეკა კვიციანმა,მულახის საჯარო სკოლის პედაგოგმა,სალომე ფურცხვანიძემ.

14 მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლაში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია.ღონისძიებას ესწრებოდნენ მონაწილე სკოლის პედაგოგ-მასწავლებლები,სკოლის დირექტორები,დაბა მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი,ადგილობრივი გაზეთის "ლილეს" დამფუძნებელი,ქალბატონი ირმა ჯაჭვლიანი.საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 
მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების განყოფილების დირექტორის მოადგილე -გიორგი კილაძე
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა პროექტის ორგანიზატორმა,ეკა წულუკიძემ,ისაუბრა პროექტის მიზნებზე,შედეგებსა დონორ ორგანიზაციების გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე.

 ღონისძიების დღეს,მონაწილე მოსწავლეებმა წარადგინეს თავი დამსწრე საზოგადეობის წინაშე და ისაუბრეს საკუთარ მოთხრობებზე და წიგნის დაბეჭდვით გამოწვეულ ემოციებზე.
ღონისძიების დასასრულს,თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებითა და სერთიფიკატებით, სამახსოვროდ გადაეცათ წიგნის თითო ეგზემპლარი.
Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.

გაეცანით მონაწილე პედაგოგების შეფასებებს:
ეს ის შემთხვევაა,როცა ვერ ვწერ და ვერ ვუყრი სათქმელს თავს... 14 მაისი ერთ-ერთ ულამაზეს დღედ ჩაიწერება,როგორც ფარის საჯარო სკოლის ისტორიაში,ასევე ჩემს პროფესიულ გზაზე.არ ვიცი ვის მეტად ეკუთვნის ის მადლობები,რომელსაც გუშინიდან ვიღებ,როგორც მონაწილეებისგან,ასევე დამსწრე საზოგადოებისგან.ერთი ზუსტად ვიცი,რომ არა უამარავი ადამიანის თანადგომა იდეა ასე საოცრად ვერ რეალიზდებოდა.ერთი წლის წინ,კოალიციამ "განათლება ყველასათვის-საქართველომ" 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულს მოგვცა შესაძლებლობა ჩვენს სკოლებში გაგვეუმჯობესებინა სასწავლო გარემო,სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის.ჩემი პროექტი ითვალისწინებდა ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის ჩამოყალიბებას,რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას.პროექტში იმთავითვე ჩავდე,რომ უნდა გამომეცხადებინა შემოქმედებითი წერის ტური და მოსწავლეთა ნამუშევრები წიგნად გამომეცა,შემოსული ნამუშევრები უნდა გადამერჩია და სამი გამარჯვებული დამესახელებინა,რომელთაც პროექტის ფინანსური მხარდჭერით დავაჯილდოვებდი..კონკურსიც გამოცხადდა,შემოვიდა 35 ნამუშევარი და მათი წაკითხვის შემდეგ გავაცნობიერე,რომ ამ ნამუშევრების კატეგორიებად დაყოფა დიდი უსამართლობა იქნებოდა,არ შეიძლება,დაუშვებელია ამ თავისუფლად მოაზროვნე"მომავლის ადამიანების" ნააზრევი კატეგორიებად დაყოფილიყო და დაიწყო ფიქრი ,როგორ გამეხარებინა თითოეული მათგანი.ასე დაიწერა პირველი პოსტი,რომ ჩართულიყო საზოგადოება და მათი რჩეულისათვის გადაეცათ საჩუქრები.ასე დამიდგნენგვერდით,ქალბატონები,ირმა ჯაჭვლიანი,ნინელი ეჯიბაძე,მანანა შეყილაძე, ნათია გოშთელიანი,გულო ვიბლიანი,სალომე ფურცხვანიძე,ბატონი ვალოდია ჭკადუა. მნიშვნელოვანი იყო ამ მოსწავლეების მოთხრობებს გაცნობოდნენ კომპეტენტური ადამიანები და მათი შეფასებით გაეხარებინათ პატარა შემოქმედები,ასე დავუკავშირდი მწერლებს:დიანა ანფიმიადს,ეკა კვიციანს,დინა მირცხულავას,გიორგი კეკელიძეს და გიორგი კილაძეს.საოცარი თბილი უკუკავსირი და რეცენზია მივიღეთ მათგან და ყველაზე დიდი სიხარული ის,რომ ამ დიდი ადამიანების რჩეული გახდნენ რამდენიმე და ძალიან გაახარეს საჩუქრებითა და ყურადღებით.შემდეგ ჯერი ილუსტრაციებზე მიდგა და აქ ლალი მარგიანი ამომიდგა გვერდში,მან შექმნა წიგნისთვის ილუსტრაციები,წიგნის კორექტირებ საკუთარ თავზე აიღო,ყდის დიზაინერი,საოცარი ანასტასია რატიანი მაპოვნინა და ასე შეიქმნა ლამაზი წიგნის პირველადი სახე.ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო არის ის,რომ.კონკურსში ჩაერთვნენ სხვადასვა რეგიონის ახალგაზრდები. ქალბატონი ნინო გაბულდანი,თეა ტალახაძე და ლალი მარგიანის ხოჟორნელი ვარკვლავები,სიტყვები არ მყოფნის ა ადამიანებიათვის მადლობის გადასახდელად.როგორ იქნებოდა ეს დღე ლამაზი,რომ არა ჩემი სკოლის პედაგოგები,ალბათ არ დამძრახავთ,რომ ვთქვა,ასეთი კოლექტივი იშვიათობაა,მუხლჩაუხრელად შრომობდნენ რამდენიმე დღე,რომ ღირსეულად დავხვედროდით ძვირფას სტუმრებს .მოკლედ იმდენი ადამიანი ზრუნავდა ამ ლამაზი დღის შექმნაზე,მართლა მრცხვენია მადლობებს მე რომ ვიღებ.მადლობა თქვენ,ჩემს მოსწავლეებს,მათ მშობლებს,ყველა მონაწილე მოსწავლეს და პედაგოგებს,სკოლის დირექტორებს.მადლობა ყველა.ქველმოქმედ ადამიანს და მადლობა კოალიცია"განათლება ყველასათვის საქართველოს",რომ ასეთი დაუვიწყარი დღის შექმნა შემაძლებინეთ.ერთი რამ უდაოა,ბავსვები ბედნიერები არიან,მათ სახეს ღიმილი არ მოშორებია და დიდი ემოციებით დატოვეს დარბაზი.ყველა თანაბრად გაბრწყინებული.მადლობა...მადლობა... ყველას და ყველას.
 ეკა წულუკიძე-მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი,კონკურსის ორგანიზატორი.

,შტრიხების მონოპოლია”
თეა ტალახაძე·პარასკევი, 17 მაისი, 2019
სვანეთში მივდივარ...
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ეკატერინე წულუკიძემ მოსწავლეებისთვის კონკურსი ,,ჩემი პირველი მოთხრობა” გამოაცხადა. ჩვენც ვიაქტიურეთ და კესოს მოთხრობა ,,ფრთიანი ვარსკვლავები” პირველი მოთხრობების კრებულში ,,შტრიხების მონოპოლია” მოხვდა. საოცარია, 35 საუკეთესო მოთხრობა, 35 პატარა-დიდი მწერალი ინდივიდუალური ხედვით, ოცნებითა და ფიქრებით. გაუმართლათ ბავშვებს, ხუმრობა ხომ არაა, უკვე მოთხრობების კრებულის თანაავტორები არიან, პირველ წიგნს ეზიარნენ.
სვანეთში მივდივართ, კესოს მასწავლებელი ვერ მოდის, შორი გზა აშფოთებს, მხოლოდ ჩვენ ორნი მივდივართ, იზოლდა მასწავლებელს შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ. წიგნი უნდა ჩავიხუტოთ, პატარა-დიდი ავტორები გავიცნოთ, მთებს მოვეფეროთ და სიხარული გავაზიაროთ. იმ ერთწლიანი მასწავლებლობიდან სვანეთში რომ გავატარე, მათი სიყვარულისა და მონატრების გრძნობა არ მტოვებს. მიხარია, რომ კესოს წყალობით კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება სვანეთს სიყვარულში გამოვტყდომოდი.

თბილისი-ზუგდიდის ღამის მატარებელში ასულები ჭუჭყისა და ჩაგუდული ჰაერის სუნმა დაგვახრჩო. არჩევანი არა გვაქვს, კუპეს ბილეთი შევიძინეთ და უკეთესი არც რაა. კუპეში სხვა მგზავრებიცაა, გადავნაწილდით საწოლებზე, ვსაუბრობთ, წამომცდა, რომ სვანეთში მივდივართ და უცებ მესმის: მე თქვენ გიცნობთ, ხმაზე გიცანით. გაოცებულმა შევხედე, მეც ვიცანი ჭუბერის სკოლიდან ულამაზესი ქეთინო მასწავლებელი, სულ სამჯერ თუ მყავდა ნანახი და ხმით მიცნო, ოთხი წლის შემდეგაც არ დავვიწყებივარ. საოცრად ემოციური შეხვედრა გამოგვივიდა, სადღა მახსოვდა მატარებლის სიბინძურე. გავიხსენეთ, როგორ გავიცანით ერთმანეთი, მაშინაც ერთად ვიმგზავრეთ, ზამთრისპირის სიცივეში თბილისის მარშუტკამ სოფლამდე ჩემს აყვანაზე უარი განაცხადა და ცენტრში დამტოვა ერთადერთი მგზავრი. როგორ მეპატიჟებოდა ქეთინო მასწავლებელი, დაგაღამდება, ოთხ კილომეტრს ვერ აივლი ფეხით, ჩემთან წამოდიო. მასპინძელი ოჯახი რომ არ ჩამომშველებოდა, ერთადერთი იმედი მასთან ღამის გათევა იყო. ჭუბერთან დაკავშირებულ თითოეულ მოგონებას სათუთად ვინახავ გულის კუნჭულში, ყველა ამეშალა ამ ღამით მგზავრობისას. ყველაფერი გავაცოცხლე, სასაუბროს რა გამოგვილევდა. არავის ავიწყდება ხარაგაულის თეატრის სტუმრობა ჭუბერში. ოთხი წლის შემდეგ იგივე ემოცია, დამოკიდებულება, აღფრთოვანება, საოცარია. ალბათ ასეთი სასწაული აღარასოდეს გამეორდება მათ ისტორიაში. და რომ ვუთხარი, გუშინ ,,ილიასა” და ,,კესოს” ნიშნობა იყოთქო, გაეხარდა, ორივე ახსოვდა, დალოცა და დიდი ბედნიერება უსურვა მათ. თითქმის მთელი ღამე ვისაუბრეთ, ჩემი პოსტებიც კი ახსოვდა, რას და როგორ ვწერდი სკოლის ცხოვრებიდან, აბა ძილის დრო სადღა იყო. ბარჯაშამდეც ერთად ვიმგზავრეთ. დრო რომ მქონოდა, ჭუბერში წავყვებოდი, მაგრამ...

კესო პირველადაა სვანეთში, ამიტომ ჯერ მესტიაში უნდა ავიდეთ, დავათვალიეროთ და საღამოს ჩამოვიდეთ ფარში. ორშაბათი რომ მძიმე დღეა, არ გაგვახსენდა. მუზეუმი ისვენებს ორშაბათობით, ვერ დავათვალიერეთ. ჰაწვალზე გეგმიური სამუშაო მიმდინარეობდა და ვერ ვნახეთ. დავდივართ მესტიის ქუჩებში და ვფიქრობთ, რატომ არ წამოვედით კვირა დღეს? კესო მაინც ბედნიერია, ხერგიანების მუზეუმი მოვინახულეთ. მუზეუმამდე მძღოლმა უფასოდ გაგვიყვანა ლალის სტუმრები ხართო, მუზეუმში თანხა არ გადაგვახდევინეს, საჩუქარი იყოსო. კესარიამ კლდის ვეფხვის ისტორია მოისმინა და კოშკის თავზეც აძვრა, მაიამ რომ იცოდეს, მარტო ავიდა და მე დაბლა ველოდებოდი, აღარც გამატანს სხვა კონკურსზე. შემდეგ მარგიანების კოშკს ესტუმრა, იქაც გადმოხედა ღრუბლებიდან მესტიას. მე სიარულის თავი აღარ მაქვს, პარკში ველოდები. ეს დადის გაუჩერებლად. ყველგან შეიხედა, ყველაფერი ნახა.

ფარისკენ რატიმ უნდა გაგვაცილოს, მანქანა უნდა გვიშოვნოს მიმავალი. რატი ახლა საქმიანი კაცია და მისი ნახვაც ცოტა გაძვირდა, რამდენიმე წუთით გამოვიდა შესვენებაზე და სულ ეს იყო. მანქანა არის, მალე წავალთ. ლურჯი ნივაო და შინდისფერი აღმოჩნდა. მძღოლისთვის არაფერი მიკითხავს, არ გამოვსაუბრებივარ, დაღლილი ვარ და მეძინება. ვურეკავ ეკას, რაღაც მანქანით მოვდივართ და სად უნდა მოვიდეთთქო. რომ გადმოუხვევთ სფლისკენ, დამირეკე და დაგხვდებიო. ნური, მძღოლი, მეუბნება, ეკას სახლამდე მიგიყვანთ, არ გინდა დარეკვაო. აბა რას დავუჯერებდი სვანებზე ჯიუტი იმერელი. მეორე დღეს გავიგე, დირექტორის შვილი ყოფილა და ჩემზე უკეთ იცოდა სოფელი, ეკა და ღონისძიების ასავალ-დასავალი.

ფარში პირველად ვარ. ულამაზესი სოფელია თოვლიან-ყინულიან მთებში ჩაფლულ-ჩაკარგული. ჩვენ რეზესიძეების საოჯახო სასტუმროში დაგვაბინავეს. ლამაზი ოჯახია. სიტყვაწყლიანი და სტუმართმოყვარე მასპინძელი. გურია უნახავი გურული რძლით, სამი მოუსვენარი პატარა ჰყავთ. იოანე ჯერ სამი წლისაც არაა და ისეთი სასაცილოა, დიდივით მსჯელობს და აფასებს მოვლენებს.

გათენდა. მთებს ოქროსფერი გვირგვინი ადგას. დავისვენეთ, სილამაზის აღქმის უნარიც დაგვიბრუნდა და მივხვდით, ზღაპარში ვართ სტუმრად. დილის საუზმეზე სამეგრელოდან შემოგვიერთდნენ ნინო გაბულდანი და მისი მოსწავლე ლიზი ფიფია. უკვე ოთხნი ვართ. ეკას ღონისძიებაზე წასასვლელად გავემზადეთ. როგორც ჩვენთან, ასევე იმ სკოლაშიც 35-მდე მოსწავლე ჰყავთ. დიდი სკოლაა, კედლებზე ბავშვების მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოებია გამოფენილი. იმდენიააა..

ღონისძიების დაწყებამდე ეკას სოციალური საწარმოსა და მათი ნამუშევრების ნახვას ვგეგმავ. შევდივარ დარბაზში, ჰოი, საოცრება. რამდენი უშრომიათ, როგორ მოურთავთ და მოუკაზმავთ ოთახი. კარებში შესულს მარცხენა მხარეს ულამაზესი ნამუშევრები დამხვდა, ვეხები ნივთებს და მიხარია, რომ ვნახე, მოვეფერე, შევიგრძენი რამხელა სიყვარულია ჩადებული თითოეულის შექმნისას.

მარჯვნივ კოლხური ბზის ნერგები და ბზის ისტორია იმშვენებს თავს.

აქვე შეგიძლიათ დღის წესრიგსაც გაეცნოთ, რომ ზუსტად იცოდეთ, რას გვპირდება დღევანდელი დღე.

სცენაზე საოცრებები ხდება. თოკზე გაფენილი წიგნები თვალს გვიკრავენ, მოდით, გადაგვშალეთ, ნახეთ, შიგ რა ამბები ჩაგვიტევიაო.

ჯადოსნური სკივრი სავსეა წიგნებით.

ტორტი შტრიხებშია გადაწყვეტილი, ბანერიდან პატარა-დიდი ავტორები გვიცინიან სპონსორებთან ერთად და საჩუქრებით სავსე მაგიდა.

მოლბერტიდან ფერადი ილუსტრაციები გვესალმებიან, წიგნის შტრიხები. ფანჯარაში ყვითლად ელვარებს ბაიების ველი, თითქოს მზე ჩამოვარდნილაო მინდორში. ამინდი არის საოცარი, დღე ამაღლებული და იწყება.

დაიწყო: სვანური ჰანგების შემდეგ ეკა საუბრობს პროექტის იდეის დაბადებასა და მნიშვნელობაზე, ბავშვური ოცნებების ასრულებაზე. თავისი საქმისა და თითოეული ბავშვის სიყვარულზე. ეკას ლალი ცვლის მარგიანი. ლალი არის ჩემი გზა, ხიდი სვანეთთან ამბებში. კონკურსში ჩართვა, გზის მარშუტის დაგეგმვა, გამხნევება, მესტიის ,,ორშაბათობის” გადატანა ლალის კისერზეა. ლალი საუბრობს, როგორ დათანხმდა წიგნის ილუსტრაციების შექმნაზე და როგორ ჩართო ყდის მოხატვის პროცესში პატარა, მეშვიდეკლასელი ანასტასია რატიანი. აგრეთვე აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანი და სათუთია ეს პროექტი მისთვის, როგორც არაქართულენოვან სექტორში მომუშავე მასწავლებლისათვის. კრებულში ხომ ,,ხოჯორნელი ვარსკვლავების” შვიდი მოთხრობაა შესული. შემდეგ გიო კილაძე გვესაუბრება პატარა მწერლებზე, მოთხრობებზე და სასკოლო-საბავშვო ლიტერატურის განვითარებაზე.

თვითწარდგენისა და მოთხრობაზე სასაუბროდ კესო გავიდა სცენაზე. თავდაჯერებულია და თამამი. არ აშფოთებს აუდიტორია. საუბრობს ნათლად და გარკვევით. აღნიშნა, რომ პირველი მოთხრობა ბაყაყებზე დაწერა. ახლა კი ციცინათელების წარმოშობაზე დაფიქრდა, რადგან უნდა თითოეული არსების წარმოშობის თავისი ვერსია ჰქონდეს. ლიზი ფიფიას ჯერია. თამამი და ჭკვიანი გოგოა, საინტერესოდ საუბრობს. მთელი სვანეთი აქაა. გადიან ბავშვები და ჰყვებიან, როგორი ბედნიერები იყვნენ შეთავაზებისას, რომ დაეწერათ მოთხრობა, რომელიც აუცილებლად დაიბეჭდებოდა. გულწრფელად საუბრობენ განცდებზე, ემოციაზე, რომლის მოტანაც მკითხველამდე შეძლეს. საოცარი ბავშვები არიან. გული მწყდება, რომ მათ შორის არაა ყარ-სგურიშის სკოლა. ჭუბერის მხრიდან კონკურსში არავინ ჩაერთო, არავინ დაინტერესდა. არადა ხომ ვიცი, იქ საოცრად ნიჭიერი ბავშვები არიან, ნებისმიერი სირთულის დავალებას რომ გაართმევენ თავს.

ვაკვირდები თითოეულ ავტორს და ვცდილობ, წარმოვიდგინო მათი მომავალი სამწერლობო, თუ სხვა ასპარეზზე. მიხარია, რომ აქ ვარ. საჩუქრების გადაცემის დროც დადგა. აქ არავინ დარჩენილა საჩუქრის გარეშე. აქ სასწაულები ხდება. აქ ყველა ბედნიერია. დღე, რომელიც არასოდეს დაავიწყდება თითოეულ მონაწილეს, შედგა. ღონისძიებას ბევრი სპონსორი ჰყავს, თითოეული საჩუქარი დიდი სიყვარულითაა შერჩეული.

ღონისძიებას ბევრი მხარდამჭერი, დამხმარე, გვერდით მდგომი ჰყავდა, ისინი, ვინც სცენაზე არ ასულან. ხმამაღლა არაფერი უთქვამთ, მიკროფონი არ მოუთხოვიათ. ეკას თანამშრომლები, დირექტორი. ადამიანები, რომელთა მხრებზეც გადაირა ამდენი ადამიანის სტუმრობამ, ემოციამ, სკოლასა და სუფრაზე საზეიმო განწყობამ და მიუხედევად დაღლილობისა, ეკას კიდევ ბევრჯერ დახმარებას, ფეხზე ტრიალს და თანადგომას ჰპირდებოდნენ. შენ ოღონდ შეიძელი და ჩვენ აქა ვართ!. თქვენ გაიხარეთ, ადამიანებო!

საღამოს არაფორმალურ გარემოში ვაჯამებთ ღონისძიებას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ასეთი დღეები ქმნიან დაუვიწყარ ისტორიას, შთაბეჭდილების ტყვეობაში აქცევს ბავშვს და არ უტოვებს ფიქრის დროს, როგორ გახდეს უსაქმური. ასეთი დღეები სულსაც და ხორცსაც ერთნაირად ავსებს.

წასვლამდე ვარსკვლავებს კიდევ ერთხელ მოვეფერეთ, სამწუხაროდ მათ ბოლო ზარზე ჩასვლას ვერ ვახერხებთ.

გადავწყვიტეთ საღამოს მჟავე წყალზე წავიდეთ. ეკა ძალიან დაღლილია, თუმცა იმერეთ-სამეგრელოდან ჩასულ სტუმრებს ხათრს ვერ გვიტეხს.

მე მიხარია, კესო, ლიზი და იქაური ბავშვები წინ მიდიან, დამეგობრდებიან, ურთიერთობას გააგრძელებენ. ღამით კესოს შთაბეჭდილებას ვეკითხები და ისინი სვანურად საუბრობდნენ, ლიზი მეგრულად და მე ჩუმად ვიყავიო. ამაზე კარგად ვიხალისე.

მივდივართ მჟავე წყალზე, არც ისე ახლოსაა. მივდივართ და თან მოგვყვებიან უზარმაზარი მთები, ტყეები. მე აღფრთოვანებული ვიღებ მეათასე ფოტოს.

ეკას და ნანას დაღლილობისა, თუ ყოვედღიურობისაგან რეაქცია აღარ აქვთ მთების დანახვაზე. სიხარულისაგან ამემღერა, არადა სმენა მე არა მაქვს და ხმა, მთელი გზა არ გავჩუმებულვარ. ნინოსაც გადავდე სენივით და ისიც აღიღინდა.


ბავშვებს ფოტოების გადაღება ვასწავლე ფოტოაპარატით და იყო ერთი სიცილი და კისკისი.
📷

ბიჭები რაღაც ბალახს ჭამდნენ, თავიდან ვიფიქრე სახლიდან მწვანილი წამოიღესთქო, მერე ვიკითხე და თურმე კოწახურის ფოთოლს მიირთმევდნენ, მეც გავსინჯე, დიდად არ აღვფრთოვანდი, ცუდიც არ იყო.

გზად შემოგვაღამდა, ენერგიაც თანდათან გვეცლება. უჰ, როგორ გაგვიჭირდა აღმართში ასვლაა. მასპინძელმა ვახშმად ფეტვის ჭვიშტარი დაგვიცხო. პირველად გავსინჯეთ, უგემრიელესი, შავტუხა ჭვიშტარი. (სამწუხაროდ ფოტო არა მაქვს ). ახლა დავიძინებთ და დილით ჩვენს გზას გავუდგებით.
დილაადრიან ავდექით. ადგილები დაჯავშნილი გვაქვს მასპინძლის წყალობით. საუბარს, საერთო ნაცნობების, ამბების გაზიარებას ვასწრებთ. დრო გვაქვს. ბოლო ფოტოს ვიღებთ და მოვქრით ემოციებით დახუნძლულნი.

ლალი მარგიანი არის Nino Gabuldani-თან და 20 სხვასთანერთად.
30 მაისი, 11:19-ზედაგვიანებული? __არა,არასდროს არაა გვიან იმის თქმა,რაც გავსებს,გახარებს და დიდი ხნის მანძილზე არ გტოვებს! არასდროს არაა იმის აღნიშვნა გვიან,რომ სასწაულად კარგი ადამიანები სამყაროს აფერადებენ და ახარებენ!
იმდენი დაიწერა 14 მაისზე,იმდენი კარგი პოსტი,რომ ვიფიქრე,იმ წუთებში ზედმეტი გამომივიდოდა ჩემი ემოციებით აჭყლოპინება!  არა და ყველაზე ძალიან ბედნიერი ვიყავი,ყველაზე ბევრი სიხარული მიმქონდა გულით და ყველაზე მდიდარი მეგონა თავი იმ დღეს!
ხოჯორნში ჩამოსულსაც ისეთი სიურპრიზი მოგვიწყვეს,დაღლა გადამავიწყდა,სკოლაში ავედით ყველანი,კლასებიდან ,,გამოვყარე'' დიდ-პატარა და სახელდახელო პრეზენტაცია გავმართეთ,რომ ყველას გაეგო სად ვიყავით,რატომ ვიყავით და როგორ დაასაჩუქრეს ჩემი ბავშვები. ლუსინე არ ელოდა საჩუქარს და როცა გაიგო ,რომ მისთვის და ეთერასთვისაც ჩამოვიტანეთ,ცრემლები ვერ დამალა და ატირდა....
იმ დღეზე მაშინვე გავაკეთე ჩანაწერი,თუმცა აქ არაფერი მითქვამს. არც იმაზე,რომ ლახამულის სკოლაში იმპროვიზებული შეხვედრა გაიმართა და ჩემმა ყოფილმა სკოლამ ძალიან ბევრი რამ გამიცოცხლა თვალწინ. ისევ კედლებზეა ჩემი გაზეთები,ისევ შემხვდა ,,პატარა უფლისწული'' ბიბლიოთეკის ზღურბლზე, პეპი_ბიბლიოთეკაში და კეთილმა დევმაც შემომცინა ნაცარქექიასთან ერთად,თუმცა მე იმ დიდებულ დღეზე უნდა ვთქვა,რომელზეც ვერ ვთქვი.
არ ილევა სასწაული დღეები და დღესასწაულები,ნუმც დაგვილიოს ღმერთმა!
მერამდენე დღეა ვერ გამოვდივარ იმ ემოციური შოკიდან,ფარის სკოლაში რომ მივიღე,თუმცა არ უნდა გამკვირვებოდა,არ უნდა გავოცებულიყავი
,რადგან ფარის სკოლაში სასწაული დღეები ხშირადაა და ზოგჯერ საოცრებათა სკოლაც კი მგონია! ფუტკარი და სკა შემომიმრავლდა ლექსიკონში,მაგრამ რა ვქნა,როცა ისეთ სკოლებსა და კოლექტივებზე მიწევს ლაპარაკი,სადაც მუხლჩაუხრელად შრომობენ,სადაც ყველა ითავისებს როლს,სადაც დირექტორიან- ტექპერსონალიანად ერთნაირად შრომობენ რომ სტუმარს ღირსეულად დახვდნენ. ამჯერად სტუმართა რიცხვი ხუთ ათეულს სცილდებოდა და როგორც ქვემოთ საამბობი ამბის მთავარი გმირისგან ვიცი,უზარმაზარი დარბაზს სხვებთან ერთად გულო ვიბლიანი მუხლებზე დაჩოქილი,ხელებით ხეხავდა! ვინც არ იცის ვინაა გულო ვიბლიანი,გეტყვით:ფარის საჯარო სკოლის დირექტორი,ჩუმი,მშვიდი,მუდმივად რომ საყრდენი,საიმედო კედელია ეკასი და არა მარტო! გულო ჩემი ყრმობისდროინდელი მეგობარიცაა! ახლა ეკა ვინაა და ერთი არაჩვეულებრივი(ოღონდ,მართლა!) ადამიანი-ფუტკარი! 4 შვილის დედა და უსაზღვრო ენერგიისა და იდეების გენერატორი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი ხუთეულის წევრი,ფარის საჯარო სკოლის მასწავლებელი,რომელიც არ ისვენებს და არც სხვას ასვენებს(კარგი და საუკეთესო გაგებით!) და თუ აყვები არც ინანებ! ამიტომაც იყო,რომ მისი და ქართულიენის კლუბის კონკურსს ,,ჩემი პირველი მოთხრობა’’ რომ ჩემი ბავშვებით შევეჭიდე და ...
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს დღემდე ვერ მოვმართე მარჯვენ-მარცხენა კლავიატურაზე ,,საწკაპუნოდ’’,რომ ეს უჩვეულო დღე აღმეწერა,თუმცა არ დაკლებია აღფრთოვანებულ მონაწილეთა უკუკავშირი და ემოციური ჩანაწერები!
დღე სასწაული,დღე ბედნიერი, სამწერლო ასპარეზი და ვინ იცის,მართლა ამ 34 მოსწავლიდან,რომელთა ნაშრომები იმ წიგნში შევიდა,რომლის პრეზენტაცია-დაბადების დღეც 14 მაისს აღვნიშნეთ ფარის საჯარო სკოლის გაწკრიალებულ დარბაზში, მომავალში რომელიმე სერიოზულად შეეჭიდოს კალამს და ადგილიც დაიმკვიდროს ქართველ მწერალთა შორის,ვინ იცის!
ეკას წყალობით წილად მხვდა ბედნიერება ჯერ კიდევ წიგნად აკინძვამდე გავცნობოდი ნაწერებს და მემოგზაურა თითოეული მონაწილის სულიერ სამყაროში. წიგნს სახელად ერთ-ერთი მონაწილის,მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ნაშრომის სათაური ,,შტრიხების მონოპოლია’’ ეწოდა და ყდის ილუსტაცია თბილისის უმაღლესი ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს ანასტასია რატიანს ეკუთვნის.
სპონსორები მრავლად ჰყავდა პროექტს. ლახამულამ კვლავ გვიმასპინძლა მე და ჩემ ბავშვებს და იმ არაჩვეულებრივი წიგნების თანხა(200 ლარი) რომლითაც ჩემი 7 მოსწავლე დაჯილდოვდა ნინელი ეჯიბაძის მიერ იყო გაღებული.
არ სჭირდება წარდგენა ირმა ჯაჭვლიანს,რომელიც მრავალჯერ დამდგომია მეც და ეკასაც( და კიდევ მრავალთ) გვერდში,მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს,მისი წვლილი. ირმა ერთ-ერთი პირველი იყო,დაანონსებამდე რომ გამოეხმაურა ეკას და კაფე ,,იდილიოს’’ სახელით 34 მონაწილისთვისვე გამოყო საჩუქრები....
არ შემიძლია არ აღვნიშნო ქვემო ქართლის გუბერნიისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის უდიდესი თანადგომა და წვლილი ჩემი და ჩემი მოსწავლეების ამ ღონისძიებაზე მოსახვედრად. მინდა გულწრფელად,ყოველგვარი მოფერებისა და პირფერობის გარეშე ვუთხრა მათ მადლობა მომავალ თაობაზე ზრუნვისთვის,მასწავლებლების თანადგომისთვის და იმ საქმისთვის,რასაც აკეთებენ!
ამ დღის კიდევ ერთ ადამიანზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა! ადამიანზე,რომელმაც შარშან ისევ ეკას გამართულ კონფერენციაზე ლადო აფხაზავასგან ჯერ გაოცება და შემდეგ უდიდესი მადლობა მიიღო არც მეტი,არც ნაკლები ღიმილისთვის! ამ ადამიანის ღიმილიანი სახე და ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები თითქოს მთელ დარბაზს ასხივებდა. ვინც ესწრებოდით,არ ცდებით,ადვილად მიხვდებით,რომ მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელზე დარეჯან ნიგურიანზე ვსაუბრობ,რომელიც ამაყზე ამაყი იყო იმდღევანდელი დღით!
არავინ ჩქარობდა,არავინ გარბოდა,მიუხედავად იმისა,რომ კალა,იელი,მესტია,მულახი,ლატალი,ცხუმარი საკმაოდ შორსაა ფარიდან. მით უფრო,ზუგდიდი,ხარაგაული და ხოჯორნი!...


Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩვენ...

"გაკვეთილი მუზეუმში" კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუა...