понедельник, 22 октября 2018 г.

ჩვენ...



"გაკვეთილი მუზეუმში"
კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუალური გამოსახულებებით… მუზეუმი განათლების მიღების უმთავრესი წყარო ხდება. მხოლოდ თავისი არსითაც კი – ხელოვნების ნიმუშების შენახვითა და გამოფენით – მუზეუმი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამ სიტყვის საუკეთესო და ყველაზე ფართო გაგებით“
 ქართული ენის კლუბის მონაწილეებთან ერთად,რამდენიმე დღის წინ საპრეზენტაციოდ შეირჩა თემა"სვანეთის მუზეუმები",მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად მოიძიეს ინფორმაცია და პირობითად იმოგზაურეს სამუზეუმო დარბაზებში.
ცოცხალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შექმნის, ინფორმაციის კვლევა-ძიების და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მიზნით,22 ნოემბერს,დაიგეგმა "გაკვეთილი მუზეუმში". 
გაკვეთილის მიზანი იყო,მოსწავლეები გაცნობოდნენ უძველეს ქართულ ხელნაწერებს, განევითარებინათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი აზროვნება
გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი სამუშაო ობიქეტი იყო ხელნაწერთა საგამოფენო დარბაზი და იქ დაცული ექსპონატების შესწავლა.
პირველი აქტივობა დაეთმო საკვანძო სიტყვების შესწავლას.მოსწავლეებს უნდა ამოეღოთ "ჯადოსნური სიტყვების სკივრიდან "სიტყვები და მათი განმარტებები, მაგ."ეტრატი","პალიმფსესტი" და სხვა.მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ თავისი სიტყვა და ეპოვათ"მეწყვილე",შემდეგ შეევსოთ "სასიტყვეთის" დაფა.




ამ ფორმით დაწყვილებულმა მოსწავლეებმა განაგრძეს მუშაობა საგამოფენო დარბაზში,თითოეულმა გუნდმა მიიღო თითო დავლება უძველეს ოთხთავთა შესახებ.
მათ ხელთ არსებულ ცოდნას დაემატა მუზეუმის გიდის,შესანიშნავი ლექცია,მოსწავლეებს ქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები და ჩაენიშნათ სასურველი ინფორმაცია,პარალელურად ეკრანზე ხედავდნენ თითოეული ოთხთავის უნიკალურ გაფორმებას და მინიატურებს,რაც მათ შთაგონებას უფრო ამძაფრებდა.

პრაქტიკულ ნაწილში,გუნდებს უნდა მოემადებინათ პოსტერები.დავალების დასრულების შემდეგ უნდა ამოერჩიათ ექსპონატი,რომელმაც მიიქცია მათი ყურადღება და დაეწერათ ხუთწუთიანი ესე.
მათი ნამუშევრები საპრეზენტაციოდ წარმოდგენილი იქნება უკვე სკოლის სივრცეში.
დასასრულს,გაკვეთილის შეჯამებისთვის გამოყენებული იყო "გასასვლელი ბილეთები",თითოეულ მოსწავლეს უნდა ეპასუხა თემატურ კითხვაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებდა დანარჩენი დარბაზების დათვალიერების უფლებას. 

ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილი, სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ბავშვებს,გარდა იმისა,რომ მათთვის ეს სრულიად უჩვეულო ფორმატი იყო,მათში სულ სხვა ცოდნა და ემოცია აღძრა სამუზეუმო სივრცეში მუშაობამ.
დიახ,მუზეუმი საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცეა,სადაც მოსწავლეები უნებაურად აგროვებენ დიდ ცოდნას და ივითარებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.






Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩვენ...

"გაკვეთილი მუზეუმში" კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუა...