გუნდი "სმაილი"

# 32                                " მე მიხარია როცა..."
შეხვედრის მიზანი იყო  მოსწავლეებში  პატივისცემის  გრძნობის გაღვივება,სიკეთის კეთებით გამოწვეული სიხარულის განცდის გაცნობიერება.მოქალაქეობრივი თუ ადამიანური პასუხსმგებლობის გაღვივება.

1 აქტივობა"მოციმციმე ვარსკვლავები" მოსწავლეებს დაურიგდათ ვარსკვლევები,რომლებზეც  უნდა დაეწერათ საკუთარი სახელები და ის საქმე,რომელიც სხვებისთვის გაუკეთებიათ  და ამით სხვა გაახარეს.იმსჯელეს რა იგრძნეს, როცა სიკეთეს უკეთებდნენ სხვას.მოამზადეს მოციმციმე ვარსკვლავების პოსტერი.
2. აქტივობა დაეთმო "სოკოების კალათას" მოსწავლეებს უნდა შეევსოთ სოკოებზე საკუთარი,მეგობრისა და საყვარელი გმირის სახელები და ერთი თვისება,რომელიც მათ მოსწონთ. გააკეთეს პრეზენტაცია და სოკოები ჩაალაგეს კალათაში.

გაიმართა დისკუსია თუ რატომ მოსწონდათ ესა თუ ის თვისება,როგორც საკუთარ თავში,ასევე სხვაში.მოსწავლეებმა იმსჯელეს ფრაზაზე,"მე მიხარია როცა"
მომდევნო ეტაპზე წავიკითხეთ შ.მირიანაშვილის  მოთხრობა" სიხარულის წყარო".მოთხრობის  წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა შეადგინეს  სიუჟეტისა და კონფლიქტის  გაანალიზების სქემა,რაც მათ დაეხმარება გაიაზრონ ტექსტის მთავარი სათქმელი,გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება და ამოიცნონ ავტორის მთავარი სათქმელი.



# 31                               გავიგოთ მეტი პლაგიატის შესახებ.
შეხვედრის მიზანია მოსწავლეებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მოსწავლეებს დახვდათ დაფაზე სიტყვა"პლაგიატი".მათ გამოთქვეს ვარაუდები სიტყვის შესახებ,შემდეგ მისი ზუსტი განმარტება იპოვეს ლექსიკონში და  განვიხილეთ მისი მნიშვნელობა ცხოვრებაში.
მოსწავლეებს სამუშაოდ მივაწოდე სიტუაციური ამოცანა:
„მე-6 კლასში ვიყავი,მასწავლებელმა დამავალა კონფერენციისთვის  მოხსენება მომემზადებინა.
მთელი ღამე ბევრი ვიმუშავე,დილას უკვე მზად მქონდა ძლინ საინტერესო მოხსენება.ძალიან აღფრთოვანული წავედი სკოლაში ჩემი ნამუშევრით და პირველი ადგილიც მოვიპოვე.
გავიდა წლები... მე ამ სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული მიმიწვიეს სკოლაში.

ბავშვბი აკეთებენ საინტერესო მოხსენებებს,უცებ სკოლის წარჩინებული მოსწავლე,ოქროს მედლის კანდიდატი გამოდის და კიტხულობს მოხსენებას.ღმერთო ჩემო,ეს ხომ ჩემი ნაშრომია,რომელიც მე-6 კლასში დავწერე .ვუსმენ და არ მჯერა,გაოგნებული ხმის ამოღებას ვერ ვბედავ...“-ლალი
 მოსწავლეებმა იმსჯელეს სიტუაციის შესახებ,გამოხატეს დამოკიდებულება პლაგიატიზმთან დაკავშირებით.
 მოსწავლეებს მომდევნო ეტაპზე დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები პლაგიატის სახეების შესახებ.ინფორმაციის დამუშავების შემდეგ,მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და  შეიმუშავეს წესები პალიგიატის შესახებ.



# 30                            "სასვენი ნიშნები-მძიმე ტვირთად"
 სამუშო შეხვედრის მიზანი, პუნქტუაციური წესების შესახებ ცოდნის გაღრმავება.
 ერთობლივად გაიხსენეს ის წესები,რაც მათთვის ნაცნობი იყო  სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით. შემდეგ მასწავლებელმა დასვა სასვენი ნიშანი "მძიმე"და მათ უნდა შეექმნათ მოთხრობები,ჩანახატები  მძიმის შესახებ.





მოსწავლეებმა შექმნეს მცირე ზომის მოთხრობები.
მასწავლებელმა ამის შემდეგ მიაწოდა ინფორმაცია თუ რა სიტუაციაში უნდა გამოიყენონ აღნიშნული სასვენი ნიშანი და რედაქტირებისთვის მისცა მათივე ნამუშევარი.მათ უნდა აღმოეჩინათ სად დარჩა წინადადება მძმის გარეშე.



# 29.                           იანუშ კორჩაკის წიგნის  "მეფე მათიუშ პირველი" განხილვა.
 მიზანი,მოსწავლეები გაეცნონ წიგნს "მეფე მათიუშ პირველი" , ავტორს და მისი შემოქმედების მთავრ თემას.
აქტივობა" გავიცნოთ ავტორი".მოსწავლეებს მივაწოდე დაჭრილი ლექსი "ბალადა იანუშ კორჩაკზე" ავტორი შოთა ნიშნიანიძე.მეთოდი"ტექსტის აწყობა,გამთლიანება"
მოსწავლეეებს უნდა აეწყოთ და გაემთლიანებინათ ტექსტი.შეექმნათ პოსტერი და გამოეთქვათ ვარაუდები,რას გამოხატავდა   ტექსტი .
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და  შემქნეს პოსტერები და გამოთქვეს ვარაუდები ლექსიის შენაარსთან დაკავშირებით.მათი გამთლიანებული ტექსტი შეადარეს ორიგინალს.
ტექსტის აწყობა  გამთლიანების შემდეგ,მოსწავლეებმა ნახეს ფილმი"იანუშ კორჩაკი",ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილეთ ამ ადამინის  სიმამაცე და  ებრაელი ბავშვებისადმი მისი დამოკიდებულება.
მოსწავლეებისთვის ძალინ ამაღელვებელი იყო  რეალური ისტორიის გაგება-გააზრება.
შემდეგ მისწერეს წერილები იანუშს გაზის კამერაში შესვლამდე.წერილებით გააფორმეს პოსტერები.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ამ ავორის წიგნის " მეფე მათიუშ პირველის" განხილვას.ერთ-ერთმა მოსწავლემ "ცხელი სკამის" დახმარებით გააცნო თანატოლებს წიგნში მომხდარი მთავარი ამბავი.
                                         



#28                                დედაენის დღე

  ქართული ენის კლუბის  მიერ აღინიშნა დედაენის დღე.
წლებია,სკოლებში აღინიშნება 14 აპრილს დედაენის დღე,თუმცა მოსწავლეებს არ აქვთ წარმოდგენა რასთან დაკავშირებით აღნიშნება ეს დღე,სწორედ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით,უმცროსკლასელებისთვის მომზადდა მცირე ლექციური კურსი უფროსკლასელებისაგან,რომლებმაც ისაუბრეს თუ რატომ  აღინიშნება  1978 წლიდან  ეს დღე.
გაიმართა დისკუსია,რა საფრთხეების წინაშე დგას ენა,რატომ არის აუცილებელი ენის სიწმინდის დაცვა.
გაიმართა წიგნის"ქართული ანბანის 33 ემოცია" განხილვა და მისი ინსპირაციით მოსწავლეებმა აირჩიეს სასურველი ანბანის ასო და შექმნეს მცირე ზომის მოთხრობები.



#  27.                            რა მოხდა 9 აპრილს.
 მიზანი,მოსწავლეებმა აიმაღლონ ცნობიერება საქარველოში მომხდარ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან  დაკავშირებით.
 უფროსკლასელებმა მოაწყვეს კონფერენცია თემაზე" გვახსოვდეს 9 აპრილი",რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები,უმცროსკლასელები ისმენდნენ ამბავს  ისტორიული პროცესების შესახებ.გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები,უყურეს ფილმს "9 აპრილი" და გაიმართა დისკუსია 9 აპრილის მოვლენების შესახებ.



# 26            ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშების ტურნირი
"ვეფხისტყაოსანი" ერთ-ერთი რთული ნაწარმოები,რომლის შესწავლა დიდ ძლისხმევას მოითხოვს მოზარდებისაგან. სწორედ ამიტომ,  სახალისო ფორმით მიწოდებული ინფორმაცია მეტ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში.
ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში ,ორიენტირებულია ძირითადად აფროიზმების ცოდნაზე, რომელიც შემდეგ გადადის მეორე,რთულ ეტაპზე.პირველ ეტაპზე,მარტივი ფორმით დაიწყო შეჯიბრი,გამოიკვეთა რამდენიმე გუნდი,რომელიც  მომდევნო ეტაპზე შეეჯიბრება ერთმანეთს მანამ, სანამ არ გამოვლინდება პირველი და მეორე ადგილის მფლობელი.
თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და გახდნენ მოტივირებული უკეთ დაესწავლათ საჭირო ინფორმაცია ტექსტიდან.






     #25                    როგორ მოვამზადოთ სიუჟეტი
შეხვედრის თემა იყო მოსწავლეებს  მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორ მზადდება სიუჟეტი ამა თუ იმ პრობლემის შესახებ
ვიმსჯელეთ რა პრობლემების წინაშე იდგნენ  ბავშვბი სოფლად, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები.
მოსწავლეებმა იმუშავეს პრობლემის იდენთიფიცირებაზე,მოამზადეს  რეპორტაჟი,კითხვები ინტერვიუსთვის.
სამუშაო შეხვედრა ორიენტირებული იყო კომპლექსური უნარების გაუმჯობესებაზე,როგორიცაა კვლევის,ანალიზის,წერისა და მეტყველების უნარების განვითარებაზე.












# 24                          პერსონაჟის დახასიათების ხერხები
შეხვედრის მიზანია,მოსწავლეებმა შეძლონ პერსონაჟის დახასიათება.დახასიათებისათვის საჭირო ხერხებისა ფლობა.შეძლონ განსაზღვრონ მხატვრული სახის დანიშნულება ნაწარმოებში.
მონაწილეები დაივყაი ჯგუფებად,მათ ჯგუფში წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობა"ცასწავალა".თითოეული გუნდის დავალება იყო,რომ მოემზადებინათ ტექსტიდან  სამი კითხვა სხვა გუნდისთვის.ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაზრეს ტექსტი,შემდეგ დადგა წერის უნარის გამომუშავების დრო,მათ უნდა ესწავლათ პერსონაჟის დახასიათებისთვის საჭირო ელემენტალური ხერხები.
პერსონაჟის სწავლების საწყის ეტპზე,რამდენიმე გაკვეთილი დავუთმეთ კოგნიტური სქემებით პერსონაჟის ძირითადი მახასიათებლებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას და გააზრებას.



         #23                         ტექსტზე მუშობა #2 "ცასწავლა"
სააზროვნო სქემის დახმარებით,მოსწავლეები ცდილობენ გაანალიზონ ნაწარმოების მთავრი პერსონაჟის ხასიათი,თვისებები,სქემის გამოყენებით ისინი ყურადღებას ამახვილებენ როგორია პერსონაჟი ნაწარმოების დასაწყისში და როგორ გვევლინება დასასრულისკენ,რამ განაპირობა ეს მეტამორფოზა და ეძებენ გამომწვევ მიზეზებს.
ნაწარმოების შესავალს უკავშირებენ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას . დავალების დასრულების შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას.





# 22                    ტექსტზე მუშაობა"ცასწავალა"
 ერთობლივი კითხვის მეთოდით,გავეცანით გოდერძი ჩოხელის მოთხრობა"ცასწავალა"
მოთხრობის გაცნობის შემდეგ,მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია ნაწარმოებაში დასმული პრობლემის შესახებ.





დისკუსიის შემდეგ,მოსწავლეებმა შეავსევს  კოგნიტური სქემა და ისაუბრეს  საკუთარ შთაბეჭდილებაზე,რომელიც გამოიწვია კონკრეტულამ მონაკვეთმა.








დასკვნით ეტაპზე,მოსწავლეებმა მოამზადეს სცენარი  მოთხრობის"ცასწავალს" თეატრალური დადგმისთვის.
გამოიყენეს ჩრდილების თეატრი.









      #21                   მუშაობა წიგნის ყდაზე
მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვენების განვითარება.
პროექტის ფარგლებში,გამოცხადებული იყო მოთხრობების კონკურსი,რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში შემოქმედებითი წერის უნარების განვითარებას.მოსწავლეტა ნამუშევრები მზად არის დასაბეჭდად.ნამუშევრების კონცეფციის განხილვის შემდეგ,
მოსწავლეებმა  ინდივიდუალურად იმუშავეს გარეკანის დიზაინზე,თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა ნამუშევრები და ისაუბრა რატომ შეარჩიეს ესა თუ ის ილუსტრაცია.
საერთო განხილვის შემდეგ,თითოეული მოსწავლის ნამუშევარიდან   შეარჩიეს სასურველი დეტალი და შექმნეს ორიგინალური წიგნის ყდა მოსწავლეთა მოთხრობების კრებულისთვის"შტრიხების მონოპოლია"


# 20                  "ჯადოსნური სიტყვები"
მიზანი: ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება.
                მოსწავლეებმა გაიაზრონ  სიტყვის ძალა.
        ადამიანთან ურთიერთობა სიტყვებით იწყება,არსებობენ ჯადოსნური სიტყვები,რომლებსაც მთლიანად შეუძლიათ შეცვალონ ცხოვრება,ურთიერთდამოკიდებულება და პატივისცემა.

მონაწილეები გადანაწილდნენ ჯგუფებში,თითოეულ ჯგუფს უნდა დაემუშავებინა ვ.ოსეევას მოთხრობა"ჯადოსნური სიტყვა",ემსჯელათ ჯგუფში და მოეფიქრებინათ სამი კითხვა ტექსტიდან,რომელსაც დაუსვამდნენ  სხვა ჯგუფს.კითხვა-პასუხმა,ხელი შეუწყო ტექსტის დამახსოვრებას,რასაც მოყვა გაანალიზების ეტაპი.შემდეგი აქტივობა მიმართული იყო ტექსტში პრობლემის გამოკვეთისკენ და მისი გადაჭრის ანალიზისკენ.
მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს"მოთხრობის რუკაზე",გამოკვეთეს გარემოებები,მოვლენები,პრობლემა და პრობლემის გადაჭრის ანალიზი.
ჯადოსნური სიტყვების ძალის გასააზრებლად,მოსწავლეებს შეთავაზებული ქონდათ 5 წუთიანი სკეტჩის მოფიქრება,სადაც წარმოაჩენდნენ სიტყვის ძალას.
დასასრულს მოსწავლეებმა შექმნეს ჯადოსნური სიტყვების ბანკი
საშიანო დავალებად მოსწავლეებს მიეცათ  "გააგრძელე მოთხრობა"

           
#19                                  სიტყვები და სურათები
მიზანი: მოსწავლებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
                 დაკვირვებისა და შეფასების უნარის განვითარება.
მოსწავლეებს დაევალათ წყვილებში მუშაობა,მათთვის შერჩეული იყო კონკრეტული სურათები.თითოეულ გუნდს სურათებზე დაყრდნობით უნდა შეექმნა მხატვრული ესე,ჩანახატი,აღწერითი ტექსტი და წარედგინა აუდიტორიის წინაშე.
თითოეულმა გუნდმა საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინა,მათ შექმნეს ჩანახატი:"უსასრულო გზა","ნისლიანი სოფელი","ყოველგვარ სიამოვნებას მოკლებული ბავშვები","ძაღლი".
 აქტივობის შემდეგ მოვახდინეთ რეფლექსია,რა გაუჭირდათ ამ აქტივობის შესრულებისას,რა იყო საინტერესო და შეიძლება თუ არა სურათებით გადმოიცეს გრძნობები.







 # 18                          ჩემი მხიარული მეგობარი.
მიზანი:  მეგობრობის,როგორც ფასეულობის განვითარების ხელშეწყობა.
                  გუნდური და თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნა.

მოსწავლეებს მიეცათ დავალებათ შეექმნათ მეგობრის "პორტრეტი".თითოეული მონაწილე ხატავდა მეგობრის პორტრეტის თითო დეტალს და ასე იქმნებოდა ჯგუფური პორტრეტი,ამ სახალისო აქტივობამ ხელი შეუწყო დაკვირვებოდნენ ერთმანეთს,ჩამოყალიბებულიყო თანამშრომლობითი და მეგობრული გარემო.
შემდეგ გაიმართა დისკუსია,რა არის მეგობრობა და ვის უწოდებნენ ისინი მეგობარს,რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდაეს მათი მეგობარი.





# 17                            მულტიპლიკაციური ფილმი"საჩუქარი"
მიზანი:
               გააცნობიერონ ის სირთულეები რასაც უნარშეზღუდული ადამიანები განიცდიან.
              გამოიმუშაონ თანაგანცდის უნარი.
გაიუმჯობესონ დისკუსიისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

მოეწყო მულტიპლიკაციური ფილმის" საჩუქარი" ჩვენება. ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გაანალიზეს ფილმის მთავარი სათქმელი,იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე ,რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის ადამინი განიცდის.
ფილმის ჩვენების შემდეგ,მოსწავლეებმა დაწერეს საკუთარი დამოკიდებულება ფილმში გამოკვეთილი პრობლემის მიმართ.



# 16                              "ჩემი პასუხისმგბლობა"
მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერეონ რა არის პასუხისმგებლობა  და როგორ უნდა გამოიმუშავონ ის.
შხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს დახვდათ შესავსები ტესტი,რომელიც დააფიქრებდათ რამდენად აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა განვითარებული,რომელი თვისების განვითარებაზე უნდა იყვნენ მეტად ორიენტირებული.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ თავსა თუ თვისებებზე.
მომდევნო ნაწილში,მოსწავლეებს მოუწიათ ჯგუფებში მუშაობა,მათ დახვდათ კითხვები,რომელზეც უნდა ემსჯელათ და გაეცნოთ აუდიტორიისთვის."რას ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა?რატომ გინდათ რომ გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა? რა დაგეხმარება პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაში?"
დისკუსიის შემდეგ ,ჯგუფებმა იმსჯელეს რა პასუხისმგებლობა აქვთ ოჯახის წევრებს და რა მოხდებოდა მათ ეს პასუხისმგებლობა რომ არ შეესრულებინათ?
მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს რა შეიძლება მოხდეს თუ დედამ,მამამ ან ნებისმიერი ადამიანმა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.ამის შემდეგ ისინი დაფიქრდნენ საკუთარი პასუხისმგებლობაზე და შეავსეს "პასუხისმგებლობის დაფა"
ჯგუფებს დაურიგდათ თეა ლობჟანიძის მოთხრობა"ღუტუნა არ იბანს".გუნდებმა წაიკითხეს მოტხრობა,შემდეგ დაუსვეს ერთმანეთს კითხვები და იმსჯელეს მტავარი გმირის საქციელზე,რომელიც საკუტარ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებდა.
 დასკვნით ეტაპზე,მონაწილეებს მიეცათ დავალება,რომ მოეფიქრებინათ ვისთვის სურდათ მადლობის გადახდა საუკეტესო მოვალეობის  შესრულებისთვის.მოსწავლეებმის ადრესატები იყვნენ ძირითადად დედები,ბებიები და მასწავლებლები.მათ შეავსეს "მადლობის დაფა"
გამოყენებული ლიტერატურა"ფასეულობითი განათლება"თეა ლობჟანიძე.

# 15                            წიგნის საჯაროდ კითხვის დღე


ღონისძიების მიზანი: მოსწავლეებში წიგნის კითხვისადმი ინტერესისი გაზრდა.
                                        კითხვის უნარის გაუმჯობესება და წიგნიერების დონის ამაღლება.
 უჩვეულო ლიტერერატურული დღე დადგა...
  პრეზენტაცია,პოსტერები,ნახატები და თეატრალური დადგმა ენაცვლებოდა ერთმანეთს და მაყურებლების დიდი აღფრთოვანება კიდევ უფრო მხნეობას მატებდა მომხსენებლებს.

რა ხდებოდა ლიტერატურულ მაგიდებზე?- მაგიდებზე სტუმრებს დახვდათ ჩვენთვის საყვარელი წიგნები,სამახსოვრო ბარათებით.წიგნებში ის გვერდები იყო შერჩეული,რომელიც განსაკუტრებით ინტერესს აღუძრავდა მის მფლობელს და მოანდომებდა წაკითხვას.
მარკუს ზუზაკი-"წიგნის ქურდი"
სვეტლანა ალექსიევიჩი-"ჩერნობილის ლოცვა"
თემურ ბაბლოვანი"მზე ,მთავრე და პურის ყანა"
დანიელ პენაკი"რომანივით საკითხავი"
პაოლო კოელიო"ალქიმიკოსი"
ია კარგარეთელი"სხვა უდაბნოს საიდუმლო"
მალალა იუსაფზაი"მე ვარ მალალა"
შორენა ხუხუა"შემოვალ ეტლით"
ნოდარ კვიციანი""ჭეშმარიტად ღირდა"
შერონ დრეიპერი"გონების მიღმა"
სარა პენიპეკერი"პაქსი"
წიგნები,რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველში და დიდი სიამოვნებით წაიკითხეს ხმამაღლა აუდიტორიისთვის.
ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ჩვენს ცხოვრებაში და მალალა იუსაფზაის სიტყვებიტ დავასრულეთ ღონისძიება:"ერთი წიგნი,ერთი კალამი და ერთი მასწავლებელი შეცვლის სამყაროს."



ჯეკ ლონდონის "თეთრი ეშვი"
 ჩემი საყვარელი წიგნი:ნილ სიმეონი"14 კრისტალის თეორია"

#14                         მზადება წიგნის წარდგენისთვის"ჩემი საყვარელი წიგნი"
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხული წიგნისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.პრეზენტაციისთვის საჭირო უნარის განვიტარება.
 მოსწავლეები ემზადებიან  წიგნის საჯაროდ კითხვის დღისთვის ჩანიშნული ღონისძებისთვის.
 მოსწავლეებმა იმუშავეს პრეზენტაციისთვის საჭირო უნარების განვიტარებაზე.
სამუშაო თემა იყო ეფექტური პრეზენტაცია.
სამუშო შეხვედრის ფარგლებში დამუშავდა წარმატებული პრეზენტაციისთვის საჭირო ხრიკები.მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები,საპრეზენტაციო ფაილები და ჩრდილების თეატრი,რომლისთვისაც დამუშავდა სცენარი და შემდეგ დეკორაცია.
ძლინ საინტერესო იყო სამუშაო პროცესი,რომელმაც დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარის განვითარებაზე.მათ შეძლეს თვითგამოხატვის უნარის გაუმჯობესება,პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება  და საქმისადმი ინტერესისი გამოჩენა.
















#13                           წერის"ხუთი თითის "სტრატეგია.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ წერის"ხუთი თითის  სტრატეგიას.
              შექმნან  5 აბზაციანი მოთხრობა.

მოსწავლეები გაეცნენ ახალ წერის მეთოდს,რომელიც ცნობილია სახელწოდებით"ხუთი თითის"სტრატეგია.
 განხილულ იქნა თითოეული აბზაცის დანიშნულება.
სტრატეგიის განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს 5 აბზაციანი მოთხრობები და წარადგეინეს აუდიტორიის წინაშე.

მოსწავლეების მიერ შექმნილი მოთხრობები მრავალფეროვანი იყო.მცირე გადამუშავების შემდეგ მოთხრობები გამოყენებულია  კონკურსისთვის "ჩემი პირველი მოთხრობა"
მოსწავეები ეცნობიან წერის ხუთი თითის სტრატეგიას.
ზური რეზესიძე კითხულობს მოთხრობა"მზე"
ნიკა სუბელიანი,კითხულობს  საავტორო მოთხრობას"მგელი"





#12                                    "სამახსოვრო ბარათები"
მიზანი: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
                წაკთხულის გაგება-გააზრებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება

მოსწავლეებისთვის დამზადებული იყო რესურსი"სამახსოვრო ბარათები".
მონაწილეებს უნდა შეერჩიათ  მათ მიერ წაკითხული წიგნებიდან ერთ-ერთი და მის შესახებ შეევსოთ სამახსოვრო ბარატები,რომელიც სხვადასხვა კიტხვებს შეიცავდა,რაც მოსწავლისაგან მოითხოვდა დაფიქრებას,წაკითხულის გაანალიზებას,საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას წაკითხულისადმი,ცხოვრებისეულ მოვლენასთან პარალელის გავლებას.
 მონაწილეებისთვის რესურსზე მუშაობა აღმოჩნდა სახალისო და საინტერესო.
მომდევნო შეხვედრისთვის,მონაწილები მოამზადებენ წიგნის ილუსტრაციას და გააფორმებენ საკუტარ "სამახსოვრო ბარათის" ყდას.





# 11                                    " სიყვარულის ახსნა"

მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ ,რომ განსხვავებული ადამიანი არ არსებობს,არსებობს მხოლოდ განსხვავებული შესაძლებლობა.
         შეხვედრა დაიწყო დიანა ანფიმიადის ტექსტის"სიყვარულის ახსნა" კითხვით.თითოეულმა მონაწილემ თითო აბზაცი წაიკითხა და საკუთარი სიტყვებით ახსნა წაკითხულის შინაარსი.
ტექსტის დასრულების შემდეგ,მასწავლებელმა შესთავაზა თამაში"ნაბიჯი წინ",მოთამაშეებს განაწილებული ქონდათ ის როლი,რომელიც ამოიკითხეს ტექსტში.მასწავლებელი სტავაზობდა სიტუაციებს და ისინი შესაბამისად დგამდნენ ნაბიჯებს,თამაშს დასრულების შემდეგ აღმოაჩნეს ,რომ თითოეული მათგანი სხვადასხვა ადგილას იდგა,ზოგი მეტად დაწინაურდა ,ზოგიც ძალინ ჩამორჩა. თამაშის გასაანალიზებლად გაიმართა დისკუსია თუ რა იგრძნეს და რა  შინაარსი დაინახეს თამაშში,იმსჯელეს,რამდენად არის რეალური ცხოვრებისთვი მსგავსი სიტუაცია დამახასიათებელი.
 მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება ამ პროცესების დადებითი დინამიკით მართვა,პირველ რიგში ისინი მივიდნენ დასკვნამდე,რომ ცვლილებებს საკუთარ ცხოვრების წესსშ ცვლილებებით დაიწყებენ და ყველაფერს იზამენ,რომ მათ გვერდით მყოფ თანატოლს ყველა პირობეას შეუქმნიდნენ ,რომ მათთან უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი.
 შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმორ.პალაციოს  წიგნის"საოცრება" განხილვას.მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ ემოციებზე,რომელიც წიგნის წაკითხვით იყო გამოწვეულია,იმსჯელეს რა ასწავლა და დაანახა წიგნში მოთხრობილმა ამბავმა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა  გამართეს დისკუსია თუ რა უნდა დაერქვას მათ ლიტერატურულ დღიურს,მონაწილეებმა გამოავლინეს ორი სათაური." სამახსოვრო დღიური" და "ლირიკული დღიური" არჩევანი რთული აღოჩნდა,ამიტომ  თამაშის ხერხის გამყენებით შეირჩა "ლირიკული დღიურები".
                       

#10                                     "არსებითი  და ზედსართავი სახელები  დამეგობრდნენ"2
 მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ არსებითი და ზედსარტავი სახელების რაობისა და ურთიერთმიმართების გაგება-გააზრება.
 
წინა შეხვედრის ფარგლებში,მოსწავლეებს მიეცათ დავალება დაედგინათ თუ რა თავისებურებები ახასიათებდათ მორფოლოგიის შვილებს არსებითსა და ზედსართვა სახელებს.
მათ უნდა ემუშავათ ჯგუფებში და წარმოედგინათ მაკეტები.ერთ მაკეტზე უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ საგნები,მეორეზე მხოლოდ ფერები.აღნიშნული დავალების მიზანი იყო,რომ  გაეაზრებინათ  ფერების,ნიშან-თვისების გარეშე საგნების  გალამაზება და დახასიათება შეუძლებელია,დაენახათ ფერები სამყაროში რაიმე საგანთან მიმართებაში გამოიყენება.
მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ისაუბრეს  რომ მაკეტის დამზადებისას ძალინ გაუჭირდათ ფერების გარეშე მუშაობა,ხოლო ფერების გამოყენება რაიმე საგნის გარეშე ძალიან ძნელი აღმოჩნდა და იძულებული გახდნენ საგნები გამოეყენებინათ.მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე,რომ არსებითი და ზედსართავი სახელები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და აუცილებელია თითოეულ მათგანს კარგად იცნობდნენ.
  შეხვედრის მეორე ნაწილში მასწავლებელტან ერთად გაიხსენეს ყველა ძირითადი  მახასიატებელი,რაც აქვს თითოეულ კატეგორიას.შემდეგ გაიყვნენ ჯგუფებად,ერთ ჯგუფს  ორიგინალურად უნდა წარმოეჩინა და გაეცნო აუდიტორიისთვის არსებითი სახელი,მეორე ჯგუფს კი ზედსართავი სახელი.
მონაწილეებმა დაამზადეს სახალისო პოსტერები და ისაუბრეს ორივე კატეგორიის  ძირითად მახასიათებლებზე.
დავალებად მიეცათ დაეწერათ მოთხრობა თემაზე" როგორ  შერიგდნენ არსებითი და ზედსართავი სახელები"



# 9                                       "არსებითი  და ზედსართავი სახელები დამეგობრდნენ"
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ არსებითი  და ზედსართავი სახელის რაობის გაგება-გააზრება.
             წინადადებაში ზედსართავის სახელის დანიშნულების ამოცნობა
              არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის ურთიერთმიმართების ამოცნობა.

თამაში"სასიტყვეთი",მოსწავლეები ირჩევენ ლიდერს,რომელიც იღებს "სასიტყვეთიდან" არსებით სახელს ისე,რომ არ იცის რომელი სიტყვა უჭირავს,გუნდი ცდილობს,ზედასართავი სახელების გამოყენებით გამოაცნობინონ სიტყვა.
თამაშით,მოსწავლეები აქტიურად ასახელებნ ზედსარტავ სახელს და ხვდებიან,რომ ის არის საგნის ნიშან თვისების აღმნიშვნელი და უკავშირდება არსებით სახელს.
 მეორე აქტივობა ეთმობა არსებითი და ზედსართავი სახელის დაწყვილებას.
სიტყვები მოთავსებულია ბუშტში,მოსწავლეები ცდილობენ გახეთქონ ბუშტი და მოიპოვონ მასში არსებული სიტყვები.

როგორც კი გუნდი ახერხებს ბუშტის გახეთქვას,იყრება სიტყვები და მოსწავლეები ეძებენ მეწყვილეს-არსებითი სახელი ზედსარტავს,ზედსართავი კი არსებიტ სახელს. აწყობილ სიტყვებს აკრავენ შესაბამის გრაფაში.ამ აქტივობიტ,მოსწავლეები ხედავენ ურთიერთმიმართებას არსებითსა და ზედსართავ სახელს,ისინი აკეთებენ დასკვნას,რომ კავშირი მათ შორის უნდა იყოს აზრობრივი,ახასიათებდეს საგანს.

მომდევნო დავალება წარმოადგენს არსებითი და ზედსარტავი  სახელის ქალაქის აშენებას.
მონაწილეები დაიყვნენ ორ ჯგუფად,ერთი აშენებს ქალაქს,სადაც მხოლოდ  უფერო საგნებია,მეორე ზედსართავი სახელის ქალაქს,სადაც მრავი ფერია გამოყენებული.
თამაშის მიზანია,მოსწავლეებმა დაახასიათონ მეტყველების ნაწილები,დაახასიათონ მათი თვისებები და ისაუბრონ მათ შორის კავშირზე.
სახალისო დავალებები,მოსწავლეს ხელს უწყობს რთული მასალის გაგება-გააზრებაში.
მომდევნო შეხვედრაზე,მოსწავლეები წარმოადგენენ "ქალაქის" მაკეტებს  და ისაუბრებენ მათთვის განკუთვნილ მეტყველების ნაწილზე.
აქტიურად არის ჩართული სსმ მოსწავლე,ის მუშაობს ასო-ბგერებისა ამოცნობასა და ნატიფი მოტორიკული უნარების განვითარებაზე.



#  8                                      "წერის სახელოსნო"
მიზანი: წერის "რაფთ"სტრატეგიის გაცნობა
               რაფთ სტრატეგიით ესეს შექმნა
 


  წერითი უნარისა  და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის შედეგად შექმნილი პოსტერებისა და ესეების პრეზენტაციას.




პოსტერების პრეზენტაციის შემდეგ,მოსწავლეებმა "საავტორო სკამის" მეშვეობით წაიკითხეს მათ მიერ შექმნილი 5 წუთიანი ესეები,რომელიც მუზეუმში შექმნეს.











   შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო "რაფთ"წერის სტრატეგიის გაცნობას.
მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ რას  ნიშნავს "რაფთ"სტრატეგია,როგორ უნდა შეიქმნას ესე და რა კომპოზიციური ნაწილები უნდა იყოს გათვალისწინებული მათ მიერ შექმნილ ესეში.
     მოსწავლეებმა აირჩიეს ერთი კონკრეტული საგანი, გაითავისეს როლი და შექმნეს საინტერესო შემოქმედებითი ესეები,რომლებიც წარადგინეს აუდიტორიის წინაშე,წარდგენის შემდეგ,თანატოლებისგან მიიღეს რჩევები თუ რა ნაწილში სჭირდება ნამუშევარს კორექტირება და დახვეწა.სამუშაო პროცესი ხალისით და ინტერესით მიმდინარეობდა..












# 7                                         სერია:"როგორ შევქმნათ ეფექტური პრეზენტაცია"
შეხვედრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ზეპირი მოხსენების გაკეთება
                                    შეძლონ  ვიზუალური მასალის ეფექტურად გამოყენება

დღევანდელი შეხვედრა,აგრძელებდა   თემას "როგორ შევქმნათ ეფექტური პრეზენტაცია",დღეს,მონაწილეებმა ,წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები სვანეთის მუზეუმებში დაცული ექსპონატების შესახებ.
      დაიგეგმა,"გაკვეთილი მუზეუმში",რაც გაგრძელებაა თემის,ქართული დამწერლობა და პირველი ქართული ხელნაწერები,სწორედ ამ თემის განხილვისას დაიბადა იდეა,ჩატარებულიყო  გაკვეთილი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში,ასევე მიხეილ ხერგიანის მემორიალურ მუზეუმში.
     გაკვეთილი:"როგორ შევქმნათ ეფექტური პრეზენტაცია,ძალინ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის,მათ შეძლეს განევითარებინათ საბაზისო უნარები,რაც  მნიშვნელოვანია პრეზენტაციისას.
გაკვეთილის დასასრულს,მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია   მუზეუმების დანიშნულებისა  და  ვიზიტის მიზანზე, გააცნო მუზეუმში ქცევის წესები.











       



















#6                          როგორ შევქმნათ ეფექტური პრეზენტაცია
     შეხვედრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ეფექტური პრეზენტაციის შექმნა
                                        შეძლონ  ტექსტიდან  ძირითადი ინფორმაციის ამოღება
                                     
 "პრეზენტაცია",სიტყვა,რომელიც გამუდმებით ესმით ბავშვებს და მათ ყოველდღიურობად იქცა, დავინტერესდით რამდენად კარგად ვიცნობდით ამ სიტყვას.
სამსჯელოდ გამოვიტანეთ სიტყვა და ავაგეთ ცნების რუკა,ზუსტი შესატყვისი ლექსიკონით გავარკვიეთ და ასე დავაზუსტეთ სიტყვა,რომელზეც  თურმე არც თუ ისე სწორი წარმოდგენა გვქონდა.

         მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა უნდა გაითვალისწინონ ეფექტური პრეზენტაციის შექმნისას და როგორ გამოიყენონ  სათანადოდ ვიზულაური თვალსაჩინოება.განხვიხილეთ ყველაზე გავრცელებული საპრეზენტაციო ფაილი power pointi,რა ინფორმაციას უნდა იტევდეს ერთი სლაიდი და რა  რაოდენობაა დასაშვები ერთი პრეზენტაციისთვის.

 პრაქტიკული დავალების ნაწილში,მოსწავლეებს გაუნაწილდათ თემა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმზე,მათ უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია და მომეზადებინათ პრეზენტაცია.


 შედეგად,მოსწაველეებმა შეძლეს მოეძიებინათ და გამოეყოთ მთავარი ინფორმაცია,აერჩიათ საკვანძო ფრაზები და გადაეტანათ სლაიდებზე  და დაერთოთ ფოტომასალა.
 შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეეები გააკეთებენ მათი ნამუშევრების პრეზენტაციას.
      პარლალურად,  შევისწავლეთ მხიარული ფერები ბარათებისა და "ჟოზეს გაკვეთილები " ანიმაციური ფილმის დახმარებით.
























# მეხუთე:           " მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა,ომი კი-მისი დანაშაული"
                       
                   შეხვედრის მიზანი:მშვიდობისა და ომის ცნების გაგება-გააზრება
                                                      წაკითხული წიგნის გააზრება
                                                       მცირე ესეის შემქნის ტექნიკის გაუმჯობესება.
 მოსწავლეებს მაგიდებზე დახვდათ ბარათები გამონათქვემებით მშვიდობაზე.
მოსწავლეებმა გაანალიზეს ბარათები და ზეპირად იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მომდევნო ნაწილი დაეთმო ,მორის დრიუონის "მწვანე თითება ტისტუს"განხილვას.ნაწარმოებში მტავარი ადგილი უკავია ომისა და მშვიდობის მარადიულ პრობლემას,ნაწარმოების მთავარი გმირი, ტისტუ, ეცნობა სამყაროს და ცდილობს გაიგოს რატომ ხდება ომი,რატომ არის ამ ქვეყნად ბოროტება,როცა შეიძლება სამყარო გაალამაზო ყვავილებით,ერთმანეთს სითბო და სიყვარული აჩუქო.



დასასრულს,მოსწავლეებს მიეცათ დავალება,მცირე ესე" მე რომ მშვიდობის მტრედი ვიყო"

მოსწავლეებმა შექმნეს მცირე ესე და "ავტორის სკამის" მეთოდის გამოყენებით წარუდგინეს აუდიტორიას საკუთარი ნამუშევრები.


ყველაზე გულწრფელი ადამიანები,პატარები,ოცნებობენ,რომ მათ შეეძლოთ ქვეყნად ომს დაუპირისპირდებოდნენ სიყვარულით და დაალევინებდნენ სიყვარულის ელექსირს,მოსპობდნენ იარაღს,როგორც ტისტუ და ერთმანეთს ყვავილებს აჩუქებდნენ.



    შეხვედრა შეაჯამეს პოსტერის სახით,სადაც გააკრეს მათი ნახატები და დატოვეს შთაბეჭდილებების ჩანაწერები.



# მეოთხე            " მშვიდობა ღიმილით იწყება"

 შეხვედრის მიზანი: მშვიდობის ცნების გაგება-გაანალიზება, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან დაკავშირების უნარის განვითარება.
                     
          დაფაზე გამოკრულია  დედა ტერეზას გამონათქვამი"მშვიდობა ღიმილით იწყება"
მოსწავლეები გამოთქვამენ  თავიანთ შეხედულებას ციტატის მიმართ.


        მასწავლებელი ურიგებს ბარათებს და სთხოვს დახატონან დაწერონ საკუთარი თავი,როცა მშვიდად არიან და დახატონ ან დაწერონ საკუთარი თავის შესახებ,როცა გაბრაზებული არიან.
     




 მოსწავლეები სათითაოდ განიხილავენ როგორები არიან,როცა მშვიდად არიან,და როგორები როცა გაბრაზებულები არიან.
შემდეგ მსჯელობენ თუ რამ შეიძლება დაურღვიოთ სიმშვიდე და რომელი მდგომარეობაა მათთვის სასურველი.


       დისკუსიის შემდეგ,მონაწილეები დაიყვნენ ორ ჯგუფად და უნდა ემუშავათ  სახალისო დავალებაზე.










 "დედამიწაზე ბოროტებამ დაისადგურა, ადამიანებს უცნაური სენი შეეყარათ და მათ განსაკურნებლად დედამიწაზე უცხოპალნეტელები ჩამოვიდნენ,თან სიყვარული ჩამოიტანეს,მაგრამ ადამიანებს არ სურდათ ამ ბოროტებიდან განკურნება და აუცილებელი იყო მათთვის სიყვარულის შეტყუება.
 ერთმა გუნდმა გადაწყვიტა გამოეცხო სიყვარულის ტორიტი,მეორემ სიყვარულის ავტობუსი.
    ასე ტკიბილი ტორტითა და გასეირნებით,სადაც მთავარი ინგრედიენტები ღიმილი,სიყვარული და სიკეთე იყო შემოიარეს დედამიწა და ბოროტება დაამარცხეს.

























# მესამე:            ჩემი საყვარელი წიგნი "პაქსი"
                              მეთოდი:ცხელი სკამი.

 სავალდებულო წიგნების ჩამონათვალში,გამორჩეული ადგილი უჭირავს სარა პენიპეკერის "პაქსს".
ამერიკელი მწერლის,სარა პენიპეკერის საყმაწვილო რომანი მარადიულ ღირებულებებზე  გვესაუბრება,როგორიც სიკეთე და სიყვარულია."პაქსი" არა მარტო თავდადებისა და ნამდვილი მეგობრობის ისტორიაა,არამედ ერთგვარი ომის საწაინააღმდეგო მანიფესტიც,რომელიც გვასწავლის ,რომ სწორედ ცხოვრებისთვის ერთმანეთის მოფრთხილება და ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნვაა საჭირო   
  "ცხელი სკამის"გამოყენებით,მონაწილეებმა მოირგეს პიტერისა და მელია პაქსის როლი.მსმენელებს,რომელთაც არ ქონდათ წიგნი წაკითხული,სვამდნენ კითხვებს,რომელბზეც პასუხის გაცემა უწევდათ "მტავარ გმირებს" ისინი საუბრობდნენ იმ ემოციებსა  და ქმედებებზე,რასაც განიცდიდნენ ნაწარმოების გმირები.
მეთოდი"ცხელი სკამი" ხელს უწყობს მკითხველებში ტექსტის გაგება-გააზრების უნარს.
დასასრულს, მოსწავლეებს მიეცათ დავალება,დაწერონ მოთხრობა,რომელიც მიმდინარეობს საომარი მდგომარეობის მქონე ადგილას.


# მეორე.                  "რა გვიანდერძა პაპამ?"

ქართული დამწერლობის ისტორია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქართული ენის შესწავლისას.მნიშვნელოვანია,მოსწავლეებს ქონდეთ ინფორმაცია ქართული ანბანის ,როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ანბანის შესახებ ინფორმაცია და ის აღმოჩენები,რომელიც მეცნიერებმა მრავალმხრივი კველევების შედეგად  აღმოაჩინეს.
  თამაში,"რა გვაინდერძა პაპამ"განსაკუთებით სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა კლუბის წევრებისთვის.
 თამაშის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში:
      "შვილიშვილები  იპოვიან პაპის ანდერძს,რომელშიც პაპა ყვება,რომ ინახავს დიდ განძს,რომელიც წინაპრებისგან მიიღო და ავალებს იპოვონ ეს განძ და მათაც გულით ატარონ მისი სიყვარული და გაუფრთხილდნენ.წერილს თან ახლავს" რუკა",რომლის მიხედვიტაც უნდა იპოვონ განძის სკივრი.სკივრში  მრგლოვანით შესრულებული გამონათქვემებია ქართული ენის შესახებ,მონაწილეები,ცდილობენ ცხრილის დახმარებით ამოიცნონ მრგლოვანი ანბანის შესატყვისი მხედრული ასოები და ამოიკიტხონ პაპის ანდერძი".
დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია თუ რა იციან ქართული დამწერლობის შესახებ.
მინი ლექციის სახით,მოსწავლები გაეცნენ ქართული დამწერლობის საიდუმლოს,რომელიც მომზადებული იყო რევაზ პატარიძის კვლევებზე დაყრდნობით.
ნაჩვენები იყო ფილმი" ქართული დამწელობის საოცრება",რამაც განსაკუთრებული ემოცია და ინტერესი გამოიწვია  მონაწილეებში,ისინი გაეცვნენ,რომ ქართული ანბანი ერთიდა იგივე გრაფიკულ პრინციპზე აგებული და ოცდათხუთმეტივე ასო-ბგერა ჯდება ბიქილაში.
 

 

 

 





 # პირველი                                   " მტირალა ზაზღუ"


პირველი დღე საინტერესო და მიმზიდველი იყო  ფარის საჯარო სკოლის ,დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.





მოსწავლეები გაეცნენ პროექტის," სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ქართული ენის სწავლების დონის ასამაღლებლად" შესახებ ინფორმაციას.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო, ღირებულებებსა და  ფასეულობების შესახებ საუბარებს,მოსწავლეები გაეცნენ იმ მთავარ ღირებულებებს,რაც ქმნის მშვიდ და ჰარმონიულ გარემოს.
განხილვის თემა იყო " პატივისცემა". იმისათვის,რომ დაიმსახურო პატივისცემა,უნდა აკეთო კეთილი საქმეები,ამ დასკვნამდე მონაწილეები მივიდნენ,თეა ლობჟანიძის მოთხრობას,ფასეულობითი განათლებისათის"მტირალა ზაზღუ".
სწორედ ზაზღუს მაგალითი,გახდა მათთვის იმის საშუალება,რომ გაეცნობიერებინათ ,რამდენად მნიშვნელოვანია კეთილი საქმეების კეთება და  ყოველთვის უნდა იყო ის ვინც ხარ და არასოდეს ეცადო  იყო ისეთი,როგორიც სხვები.
დასკვნიტ ნაწილში,მოსწავლეებმა  დაამზადეს პოსტერი"ჩვენი კეთილი ხელები",მათ დაასახელეს 5 სიკეთე,რომლის განხორციელებაა სურთ რეალურ ცხოვრებაში  პატარა ხელებით.
 დასასრულს,მოსწავლეებმა დატოვეს ჩანაწერები უკუკავშირის დაფაზე თუ რა გააცნობიერეს და რა რჩევებს მისცემენ მასწავლებელს.



Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩვენ...

"გაკვეთილი მუზეუმში" კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუა...