ქართული ენის მკვლევარები

# 28                             შეხვედრა დათო ტურაშვილთან.
პროექტის "მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის" ფარგლებში,კლუბში მოწვეულ იქნა მწერალი დათო ტურაშვილი.
დათო ტურაშვილტან შეხვედრამ კითხვა-პასუხს რეჟიმში ჩაიარა.მწერალი ესაუბრა ბავშვებს საკუთარ შემოქმედებაზე,წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და ევროპულ ფასეულობებზე.
 შეხვედრას ესწრებოდნენ,როგორც ფარის საჯარო სკოლის,ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის,ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები.
დათო ტურაშვილიმა,ფარის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.



# 27                                  აუტიზმის საერთაშორისო დღე
შეხვედრის მიზანი იყო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ქართული ენის კლუბის ორივე გუნდი გამოეხმაურა აუტიზმის საერთაშორისო დღეს.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში,მოიძიეს ინფორმაცია აუტიზმის შესახებ მოამზადეს პოსტერები და იმსჯელეს მისთვის დამახასიათებელ ფორმებზე.
თუ შეხვედრის დასაწყისში,მონაწილეების ინფორმირების დონე,აუტიზმტან დაკავშირებით იყო ძალინ დაბალი,შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმს უკვე გააზრებული ქონდთ ამ დღის მნიშვნელობა,ჰქონდათ ინფორმაცია აუტისტური აშლილობის  სპექტრის მქონე ადამიანების შესახებ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დიანა ანფიმიადის ტექსტის ხმამაღლა კითხვას"სიყვარულის ახსნა" ტექსტი,რომელმაც მოსწავლეებში გააღრმავა ემპათიის უნარი.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               


#26                             პროექტი "დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე"
მოსწავლეებს განაწილებული ქონდათ საპრეზენტაციო თემები ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულიდან.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენები.1991 წლის სამოქალქო ომი.  როგორ ცხოვრობდნენ საქართველოში  დამოუკიდებლობის შემდეგ.
მოსწავლეებმა საინტერესო მასალები მოიძიეს და მოამზადეს პრეზენტაცია.გაიმართა დისკუსია,მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს,ეძებდნენ პასუხებს,მათ შეძლეს გაეაზრებინათ ეპოსქის სირთულეები,გზა,რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განვლო დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე.


მოიძიეს ფილმი,თბილისის ომის შესახებ და გამართეს დისკუსია


# 25       კრიტიკული აზრიდან კრიტიკულ არგუმენტამდე.
   მოსწავლეებმა გაიაზრეს კრიტუკული აზრის გამოთქმის მნიშვნელობა,რა არის კრიტიკა და რას ემსახურება. შეისწავლეს კრიტიკული არგუმენტის შექნის თავისებურება.განიხილეს არგუმენტის შექმნის ინდუქციური და დედუქციური მეთოდები.
 განსაზღვრეს კარგი და ცუდი არგუმენტის მახასიათებლები.





# 24                       შემაჯამებელი წერა" წითელი ტერორი და საქართველო"
მოსწავლეებმა წერილობით შეაჯამეს ის განხილული მასალა,რასაც რამდენიმე კვირის მანძილზე განიხილავდნენ. პროექტის ფარგლებში,მოსწავლეები გაეცვნენ როგორ დაკარგა საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წელს,რა გზა განვლო მან საბჭოთა საქართველოში,როგო ცხოვრობდნენ საბჭოთა ქვეყანაში ადამინები და რა ბედი ხვდათ წილად ქართველო ხელოვანებს.პროექტის ახალ ეტაპზე გადასვლამდე,მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რატომ იყო მათთვის საინტერესო პროექტზე მუშაობა და რა ისწავლეს ახალი.
მოსწავლეები აღნიშნავდნენ,რომ მიუხედავად იმისა,რომ მათ ეპოქა ისტორიის გაკვეთილზე შესწავლილი აქვთ,ამ სახით  ინფორმაციის დამუშავება უფრო საინტერესო და მრავალმხრივ ცოდნას ემსახურებოდა.

                                                                                   













# 23                     ფილმის ჩვენება"წითელი ტერორი"
      ფილმი მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ და ემსხურება წარმოაჩინოს ხელოვანი ადამინების ბედის წარმოჩენას საბჭოთა ქვეყანაში.
მოსწავლებმა უყურეს ფილმს და ნაბიჯ-ნაბიჯ აანალიზებდნენ იმ ინფორმაციას ,რაც ფილმში იყო წარმოდგენილი.
ფილმის დასასრულს შეჯამდა  პროექტის განმავლობაშ მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები ეპოქის შესახებ.


#22                           რეცენზია.რეცენზიის წერის თავისებურება.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ რეცენზიის წერის უნარის განვითარება.
              კრიტიკული აზროვნების განვითარება.
მოსწავლეებს დავალებული ქონდათ დაეწერათ საკუთარი დამოკიდებულება გოდერძი ჩოხელის ფილმის "ლუკას სახარების" მიმართ.
   შეხვედრის დასაწყისში,მასწავლებლის მიერ მიეწოდათ ინფორმაცია რა ახასიათებს რეცენზიას და როგრ უნდა დაიწეროს.
მოსწავლეებს  ჯგუფებში სამუშაოდ გადაეცათ რეცენზიის ნიმუში, რომელშიც უნდა აღმოეჩინათ შეცდომები და გაესწორებინათ. ერთობლივი განხილვის შემდეგ,ისი საკუთარ რეცენზიებს უნდა დაბრუნებოდნენ და გაეკეთებინათ ანალიზი რამდენად სწორად იყო მათი ნამუშევარი შედგენილი.



# 21                              კინოჩვენება"ლუკას სახარება"
 მიზანი: მოსწავლეებს აუმაღლდეთ ცნობიერება საბჭოთა მმართველობის შესახებ.
                გაეცნონ საბჭოთა სკოლას.
               იმსჯელონ და შეაფასონ ისოტირული წარსული.
წინა შეხვედრაზე,მოსწავლეთა განსაკუტრებული ინტერესი გამოიწვია საბჭოტა სკოლის მოდელმა,ახალგაზრდებისთვის მძიმე ფაქტი იყო იმის გაცნობიერება,რომ ყველაფერი აგებული იყო ძალადობაზე,მორჩილებასა და ახალგაზრდების ბოლშევიკური კალაპოტის მორგებაზე.
სწორედ ამიტომ დაიგეგმა გოდერძი ჩოხელის ფილმის"ლუკას სახარების" ჩვენება.
ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია,რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი,რამ დააფიქრა და რაზე დასწყდათ გული.
ფილმის ჩვენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.




#20                               საბჭოთა წარსული
მიზანი:მოსწავლეები გაეცნონ საბჭოთა ადამიანის ცხოვრებას,მიღწევებსა და გამოწვევებს სხვადასხვა სფეროში.
შეაფასონ და გაანალიზონ საბჭოთა ადამიანის უფლებები თანამედროვე ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ჭრილში.

 მოსწავლეები განაწილდნენ ყვილებში სამუშაოდ შემდეგ თემებზე: 1936 წლის,სტალინური კონსტიტუცია.სპოტრი საბჭოტა კავშირში,სოციალისტური რეალიზმი,სკოლები საბჭოთა ქვეყანაში.

მონაწილეებს უნდა ემუშავათ ინფორმაციის მოძიებას,დახარისხებასა და აუდიტორიის წინაშე წარდგენაზე.

თითოეული ჯგუფი მუშაობდა გულმოდგინედ,ეძებდა ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციას,როგორც ქართულ ასევე უცხოურ საიტებზე.მათ თარგმენს რუსულიდან სტალინური კონსტიტუციის კონცეფცია  და გააცნეს აუდიტორიას,პრეზენტაციების დასრულების შემდეგ აქტიური დისკუსია გაიმართა გუნდის წევრებს შორის,ისინი აფასებდნენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და  განიხილავდნენ კონსტიტუციის მუხლებსა და არსებული რეალობის შეუსაბამობას.
 განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საბჭოთა სკოლების ისტორიამ და გოდერძი ჩოხელის ფილმის "ლუკას სახარება" ჩვენება.






#19                                        მრგვალი მაგიდა.
მიზანი: მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია საბჭოტა კავშირის ცხოვრების შესახებ.
               რა გარდატეხა მოხდა საქართველოს ისტორიაში 1921 წლის შემდგომ.
                გაიუმჯობესონ დისკუსიისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენება თემაზე,1910-20-იანი წლების ლიტერატურული დაჯგუფებები.
პრეზენტაციის შემდეგ,შეხვედრა გაგრძელდა მრგვალი მაგიდის ფორმატში. სადისკუსიოდ მოწვეული იყო ისტორიის პედაგოგი,ელისო ცალანი.მონაწილეებმა დაუსვეს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები ,პასუხებზე დაყრდნობით მოსწავლეები ავლენდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ისტორიული ეპოქის მიმართ,ეძებდნენ იმ მიზეზებს ,რამაც განაპირობა მძიმე რეპრესიები და ხელოვანი ადამიანების განადგურება.
მონაწილეებს დავალებად მიეცათ დაეწერათ ესე:"ხელოვანი ადამიანის ბედი ტოტალურ სახელმწიფოში"




# 18                       " "დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე"
  მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები,რომლებიც  დასამუშავებლად მიიღეს წინა შეხვედრებზე.

თემები მოხსენებისათვის შერჩეული იყო შემდეგი თანმიმდევრობით:
1) 1918-21 საქართველოს ისტორიაში.

2) 1937 წლის რეპრესიები.
3) ცისფერყანწელები

მოსწავლეებმა დაამუშავეს აღნიშნული თემები და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
შეხვედრის შედეგად მოსწავლეებს ქონდათ საშუალება მიედევნებინათ თვალი  პირველი დამოუკიდებლობის მიღებიდან დაკარგვამდე.ამ პროცესებში ქართული ლიტერატურის განვიტარების პერიოდისთვის და მასობრივი რეპრესიებისთვის,რომელიც უშუალოდ შეეხო  შემოქმედ და პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებას.






# 17                                  "მხატვრული და აკდემიური ტექსტები"
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მხატვრული და აკადემიური ტექსტებისათვის დამახასიატებელი ელემენტების გარჩევა.
შეძლონ აკადემიური ტექსტისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოყოფა და პრაქტიკაში გამოყენება.
   შექმნან მხატვრული ან აკადემიური ტექსტი.
მოსწავლეები გაეცნენ  რა არის დამახასიათებელი მხატვრული ტექსტისთვის,რა უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი შექმნისას. მხატვრული ტექსტის აგების პრინციპის,სიუჟეტის აგების სამკუთხედის გათვალისწინებით.შემდეგ გაეცნენ აკადემიური წერისთვის საჭირო ფორმალურ ტონს,რომელიც უნდა გათვალისწინებულ იქნას აკადემიური ესეს შექმნისას.
მოსწავლეებმა შეადარეს ორივე ტექსტის მახასიატებლები და იმსჯელეს მათ თავისებურებაზე.
თეორიის პრაქტიკაში განხორციელების მიზნით,მოსწავლეებმა აირჩიეს მიმართულება და შექმნეს როგორც მხატვრული,ისე აკადემიური ტექსტები.





#16                                 "როგორ მოვემზადო ეფექტური პრეზენტაციისთვის"
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ეფექტური პრეზენტაციის მომზადება.
                გაეცნონ იმ "ხრიკებს",რაც საინტერესო და  ეფექტური მოხსენებისთვის არის საჭირო.
 მოსწავლეები გაეცნენ რა არის ეფექტური პრეზენტაცია და როგორ უნდა წარმოაჩინონ მოხსენებისას თემა საინტერესო.როგორ დაძლიონ აუდიტორიის წინაშე ნერვიულობა,როგორ შეძლონ აუდიტორიი ფლობა და მართონ საკუთარი სხეული აუდიტორიასტან ეფექტური კომუნიკაციისთვის.







# 15                       პროექტი" დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე"
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაანალიზონ რა გზა განვლო საქართველომ 1918 წლიდან 1991 წლამდე რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ.
შეაფასონ ეპოქა და იმსჯელონ ტირანულ სახელმწიფოში ხელოვანის ბედის შესახებ.

 დღევანდელ შეხვედრაზე,სამუშაოდ შერჩეულ იქნა სტრატეგია სწავლის სწავლა.მონწილეებს ქონდათ არჩევანი,მოეძიებინათ ინფორმაცია წიგნებსა თუ ინტერნეტ რესურსებში.განსახილველ თემად ქონდათ შეთავაზებული  მიხეილ ჯავახიშვილის,ტიციან ტაბიძისა და გალაკტიონ ტაბიძის პორტრეტები საორიანტაციო კითხვებით.
მონაწილეებმა შექმნეს წყვილები,თითოეულ წყვილს ტავად უნდა მოეძიებინა ინფორმაცია შეთავაზებული  მწერლის/პოეტის შესახებ და მოემზადებინა პრეზენტაცია მისი ბიოგრაფიისა თუ შემოქმედებითი გზის შესახებ.
მონაწილეებმა მოიძიეს ინფორმაცია,შექმნეს პოსტერები და ამომწურავად ისაუბრეს თემის ირგვლივ.დასვეს დამაზუსტებელი კითხვები,მასწავლებელმა მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია,რაც კიდევ უფრო დაეხმარათ დეტალების გაანალიზებაში.
 შეხვედრის ფარგლებში,მონაწილეებმა განავითარეს კვლევა-ძიების,ინფორმაციის ორგანიზებისა და პრეზენტაციის უნარი.
პროექტის ფარგლებში,თითოეულ მონაწილეს დაურიგდა სხვადასხვა საკვლევი თემა ეპოქის,ლიტერატურული მიმდინარეობისა და რეპრესირებული მწერლების შესახებ,რაც მომდევნო შეხვედრაზე მოხსენების სახიტ უნდა წარადგინონ.








# 14                      ლიტერატურული მიმდინარეობები
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ ძირითად ლიტერატურულ მიმდინარეობებს.
               ამოიცნონ თითოეულ ლიტერატურულ მიმდინარეობაში ეპოქის თავისებურებები.

მოსწავლეებს დაურიგდათ დაჭრილი ბარათები ლიტერატურული მიმდინარეობებით,მათ უნდა დაელაგებინათ თანმიმდევრობის მიხედვით და და დაეხასიათებინათ ის მიმდინარეობა,რომლსაც იცნობდნენ.
მონაწილეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად,წარადგინეს ნამუშევრები და დაისვა კითხვები მათთვის ნაკლებად ან სრულიად უცნობი ლიტერატურული მიმდინარეობის შესახებ.
   მოსწავლეებმა იმუშავეს თეორიულ მასალაზე და შემდეგ მეცადინეობაზე უნდა წარადგინონ პრეზენტაცია თემაზე" ლიტერატურული მიმდინარეობები და სკოლები"




#13                           დავიმეგობროთ სასვენი ნიშნები #2
მიზანი: მოსწავლეებმა განივითარონ გამჭოლი კომპეტენცია სწავლის სწავლა
                მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი დაკვირვებით სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით ცოდნის გამყარება.

   მოსწავლეებს მიეცათ დავალებად ჯგუფური სამუშაო.თითოეული ჯგუფს  უნდა დაემუშავებინა მათ ხელთ არსებული  მასალა შერწყმულ წინადადებასთან მძმის გამოყენების წესების შესახებ.


  საინტერესო იყო თითოეული ჯგუფის ნამუშევარი,მათ სხვადასხვა დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება და საინტერესოდ გააცნეს საკუთარი დაკვირვება და ახალი ცოდნა აუდიტორიას.


მსგავსი მიდგომით ახალი ცოდნის შეძენა მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო  და აქტიურად იყვნენ ჩართული.
  შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო  მუშაობას რედაქტორის სახელოსნოში.










#12                              დავიმეგობროთ სასვენი ნიშნები.
 მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება
                მძიმის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გაანალიზება

 რედაქტორის სახელოსნოში შესრულებული ნამუშევრების შეფასებისას, მოსწავლეთა ძირითადი გრამატიკული შეცდომები მოდის სასვენ ნიშნებსა და სტილისტურ ხარვეზებზე.განსაკუტრებით უჭირთ მძიმს გამოყენება.დაიგეგმა,რომ რამდენიმე შეხვედრა დაეთმოს მძიმის  სწორად გამოყენების შესწავლას.
 შეხვედრის დასაწყისში,მონაწილეებს მიეცათ დავალება "მძიმე",მათ უნდა დაეწერათმოთხრობა "რაფთ" სტრატეგიის გამოყენებით და მოეფიქრებინათ მძმის ცხოვრების ისტორია.
 ავტორებამ თავიანთი ნამუშევრები გააცნეს აუდიტორიას და შეადგინეს  "მძიმის" ასოციაციური რუკა.

.














                                                                     

            #12                              "დაასუსტე ძალადობა,გაძლიერდი შენ"
დაასუსტე ძალადობა,გაძლიერდი შენ"-პროექტი,რომელიც მე-12 კლასის ორგანიზებით განახორციელეს კლუბის წევრებმა.

პროექტი სამი ეტაპისაგან შედგება. მოიცავს მშობლებს,მასწავლებლებსა და თანატოლებს.პროექტი მიმართულია ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სასკოლო საზოგადოების ქცევის შეცვლისაკენ.ცნობილია,რომ მშობლის,ბავშისა და მასწავლებლისგან შექმნილი სამკუთხედი ყველაზე ძლიერი შესაძლებლობაა ცვლილებებისა და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შექმნაშ.პროექტის პირველ ეტაპზე მოწვეულ იყვნენ ,დედები,პედაგოგები და მოსწავლეები.განხილულ იქნა თემები,თანატოლთა შორის ძალადობა, უსაფრთხო სკოლა და მშობლისა და შვილის ურთიერთობა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა არის ბულინგი, რა ტიპის ძალადობის სახეები არსებობს,როგორ უნდა უზრუნველყოს სკოლამ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შექმნა,როგორ გაარჩიოს მშობელმა,მასწავლებელმა და ბავშვმა ბულინგი ჩვეულებრივი თამაშისაგან,რა თავისებურებები ახასიათებს ბულინგს და რატომ არის საფრთხე თვალი დაიხუჭოს მოზარდთა შორის კინკლაობასა და ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოხატვის შემთხვევაში.

ღონისძებას ცოტა უჩვეულო ფორმა ქონდა,მოწვეულ საზოგადოებას დახვდათ მაგიდები მენიუთი,სადაც ასევე ჩადებული იყო მოსაზრებები ძალადობის შესახებ,მათ უნდა ემსჯელათ და წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები. როცა ურთიერთობა ტკბილი და ღიმილით სავსეა,იქ ძალადობას ხელი არა აქვს,სწორედ ამ იდეეის გამოსახატავად მშობლებმა,პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გააფორმეს "სიყვარულის ტორტი" და უთხრეს არა ძლადობას. ტორიტისა და ყავის ფონზე მოეწყო ფილმის,ჯასტინ ბირის,ახალგაზრდა მოცეკვავე ბიჭუნას ისტორიის შესახებ ჩვენება . გაიმართა აქტიური დისკუსია,უმცროსკლასელებმა უარი ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი ნახატებით გამოხატეს.

Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.





# 11.                             ვიდეოლექცია ქეთევან გოჩიტაშვილთან
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ესეს წერის სტარატეგიების ამოცნობა
                 სახელმძღვანელოს,"აკადემიური წერ-ის" ავტორისგან პრაქტიკული რცევების მიღება ესეს წერის ტექნიკის გაუმჯობესებაზე.

  პროექტის ფარგლებში,დაიგეგმა ონალინ სემინარი პროფესორ,ქეთევან გოჩიტაშვილთან,რომელიც არის ავტორი წიგნის "აკადემიური წერა".ავტორმა მსმენელებს გააცნო  კარგი ესეს წერის სტრატეგიები,მისცა პრაქტიკული რჩევები,მოსწავლეებს ქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო ან გაუგებარ საკითხებზე.
ონალინ სემინარი 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოსწავლეებისთვის ძალინ საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა  სემინარის ეს ფორმა,როცა მათ საშუალება ქონდათ სახელმძღვანელოს ავტორისთვის დაესვათ შეკითხვები და მისგან მიეღოთ რჩევები.




# 10                          ლიტერატურული გვარები და ჟანრები.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ ლიტერატური გვარებს და ჟანრებს.
               შეძლონ ლიტერატურული ჟანრების იდენთიფიცირება,გაანალიზება.
 შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ლექსის ანალიზის წერის სტრატეგიების გაცნობას,მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია თუ რას უნდა მიაქციონ წერისას ყურადღება. თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების
მიზნით,მონაწილეები დავყავი წყვილებად.  თითოეულმა  ჯგუფმა გაასწორა მეგობრის ნამუშევარი,მისცა წერილობითი უკუკავშირი და გასცა რეკომენდაცია.
 დავალების დასრულების შემდეგ,განიხილეს მათი შეფასებული ნაშრომები,ისაუბრეს შეცდომებზე  და ხარვეზებზე,რომელიც მეობრის ნამუშევარში აღმოაჩინეს.
 
                                                                           



#9.                               "  ჰოლოკოსტი-ტრაგიკული მემკვიდრეობა"
შეხვედრის მიზანი: შეძლონ მსჯელობა ჰოლოკოსტის,როგორც ტრაგიკული მემკვიდრეობის შესახებ.
გაიაზრონ მოვლენის ისტორიული ასპექტები,მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.
შეძლონ ტერმინთა განმარტება,ლექსიკური მარაგის შევსება.
  პირველი აქტივობა დაეთმო ტერმინთა განმარტებას.მოსწავლეებს დახვდათ სიტყვები"ჰოლოკოსტი","შოა","ნაციზმი", "ფაშიზმი".მათ უნდა განემარტათ მოცემული სიტყვები,უცნობი სიტყვების  განმარტებისთვის უნდა გამოეყენბინათ ლექსიკონი,შემდეგ თითოეულ მათგანს უნდა ემსჯელა ისტორიულ რეალობაზე,რომელსაც ესა თუ ის ტერმინი უკავშირდებოდა.
          ეს ერთგავრი მომზადება იყო წიგნის"ბიჭი ზოლიან პიჟამაში" განხილვის მოსმენისა და დისკუსიისათვის.
        მარიამ ნარსავიძემ,ძალიან ემოციური თხრობით წარადგინა კლასის წინაშე ჯონ ბოინის აღნიშნული ნაწარმოები.
საშიანო დავალება: "შ.ნიშნიანიძის"ლეგენდა იანუშ კორჩაკზე"ლექსისი ანალიზი.




#8                            "ლექსი,სალექსო ფორმები"
მიზანი: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ლექსისა და სალექსო სქემების შესახებ
                 შეძლონ ტექსტის გამთლიანება-აწყობა
                 ლექსის მთავარი სათქმელის გამოკვეთა და მსჯელობა.
აქტივობა1) ლექსის აწყობა -გამთლიანება.მონაწილეებს შეთავაზებული ქონდათ  შოთა ნიშნიანიძის ლექსი"ლეგენდა იანუშ კორჩაკზე".

მონაწილეები დაიყვნენ 3 ჯგუფად,თითოეულ მათგანს დახვდათ  დაჭრილი ლექსი,მათ უნდა აეწყოთ დანაწევრებული ლექსი და გაეფორმებინათ  თემატური ილუსტრაციით.
მოსწავლეებმა ძალინ სახალისოდ წარმართეს მუშაობა,  აღიარებდნენ,რომ დავალების შესრულება ძალინ გაუჭირდათ,აწყობისას ყურადღება მიაქციეს რითმას და აზრობრივ გამთლიანებას,შემდეგ მათ შეადარეს თავიანთი ნამუშევრები ორიგინალს და სახალისო იყო შეცდომების აღმოჩენა.

 გაიმართა დისკუსია,რა იცოდნენ იანუშ კორჩაკზე,რატომ მიუძღვნა პოეტმა  ლექსი ამ ადამიანს? რა სმენიათ ჰოლოკოსტზე?
დისკუსიისას გამოიკვეთა რომ მოსწავლეებს არ ქონდა ინფორმაცია ამ ადამიანის გმირობაზე,თუმცა კარგად იციან რა არის ჰოლოკოსტი.
მასწავლებელმა მიაწოდა ინფორმაცია აინუშ კორჩაკის შესახებ.მოსწავლეებმა შეძლეს დაეკავშირებინათ რეალური ფაქტები ლექსში აღწერილ ამბავთან  და ისაუბრეს,რომ მათ მიერ შექმნილი განწყობა სრულიად არ შეესაბამებოდა რეალურ ამბავს და მათ ეს ძალინ გაუკვირდათ,შემდეგ ისაუბრეს ჰოლოკოსტის სისატიკესა და დანაშაულზე.
მომდევნო შეხვედრაზე დაიგეგმა,რომ განხილული იქნება ჯონ ბოინის წიგნი"ბიჭი ზოლიან პიჟამაში"

             


















შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ლექციურ საუბარს ლექსისა და სალექსო ფორმების შესახებ.












#7                              " ყველა განსხვავებულია-ყველა თანასწორია"

შეხვედრის მიზანი: ტოლერანტული შესაძლებლობის განვითარება
                                ტერმინთა და ცნებების  გაგება-გააზრება, ადეკვატურად გამოყენების უნარის განვიტარება.

მოსწავლეებს დახვდათ ევროკავშირის სლოგანი"ყველა განსხვავებულია-ყველა თანასწორია",მათ უნდა გამოეთქვათ საკუთარი შეხედულება თუ როგორ ესმოდათ სლოგანის შინაარსი.
მოსწავლეებს ერთი სიტყვით უნდა დაეხასიატებინათ საკუთარი თავი და ის თვისება,რომელიც გამოარჩევდათ სხვებისგან, შემდეგ ერთი სიტყვით დაახასიათეს ერთმანეთი,გამოიკვეტა,რომ ყველა განსხვავებული შესაძლებლობის მატარებელია და სწორედ ეს განსხვავებულობა ეხმარებათ ,რომ საინტერესო იყოს ურთიერთობა.
ამ აქტივობის შემდეგ გავმართეთ დისკუსია განსხვავებულობის მიმღებლობაზე,რა არის მთავარი,რომ სამყაროში ურთიერთობა იყოს  ჰარმონიული,რამდენად მნიშვნელოვანია შევძლოს ადამიანმა განსხვავბული კულტურის, რელიგიისა და შეხედულების ადამიანები მიიღოს ისეთი,როგორებიც არიან.
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და შექმნეს ტოლერანტობის კედელი.მოიძიეს ინფორმაცია ტოლერანტობისა და მასთან გათანაბრებული ცნებების შესახებ,მოიფიქრეს სლოგანი და შესაბამისი ნახატებით გააფორმეს პოსტერები.
                     






















































#6                  " სასვენი ნიშნები და მე"


შეხვედრის მიზანი: პუნქტუაციურ საკიტხებზე ცოდნის ამაღლება
                                    სასვენი ნიშნების გამოყენების გაუმჯობესება  პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

      მოსწავლეებთან ერთად განხილულ იქნა ის სასვენი ნიშნები,რომელსაც ყველაზე კარგად "იცნობენ" და იყენებან,გამოყვეს ის ნიშანი,რომელიც უწითლებთ ნაწერებს და "წითელ ზონაში" შეიყვანეს" მძიმე".
სასვენ ნიშანთა ხმარების წესებთან დაკავშირებით ცოდნის გასაღრმავებლად,მასწავლებლის მიერ მიწოდებულ იქნა მინი ლექციის სახიტ ინფორმაცია თუ რა შემტხვევში გამოიყენება წინადადებაში "მძიმე",შემდეგ მოვაწყვეთ ფილოლოგიის დოქტორის,ნინო ჯორბენაძის ვიდეოლექციის ჩვენება,თემაზე"პუნქტუაცია"



#5                     " მოთხრობა,რომელიც შენთან ერთად დავწერე"
 შეხვედრის მიზანი:  მოსწავლეებში წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
 
მოსწავლეებს მიეცათ დავალება დაეწერათ მოთხრობა ისე, რომ ერთი დაიწყებდა და მერე  ყველა თითო აბზაცს დაამატებდა ,ხოლო დასრულებული ნამუშევარი წრეს ჩამოივლიდა და ავტორს დაუბრუნდებოდა,შემდეგ მოხდა ამ მოთხრობების განხილვა,აქტივობა ძალინ სახალისო აღმოჩნდა და საინტერესო ამბები შეთხზეს.მოსწავლეები აღნიშნავდნენ,რომ წერის ეს სტრატეგია სახალისოსთან ერთად საინტერესოც იყო.






#4                                  რედაქტორის სახელოსნო
               
შეხვედრის მიზანი: სტილისტური ხარვეზების შესახებ ცოდნის გაღრმავება
                                     ტექსტის რედაქტირების უნარის განვითარებ
                                     ტექსტში გრამატიკული შეცდომების აღმოჩენა და გაანალიზება.
მოსწავლეებს სამუშაო მაგიდაზე დახვდათ ტექსტი რედაქტირებისთვის,მათ უნდა აღმოეჩინატ გრამატიკული შეცდომები და გაეანალიზებინათ მოცემულ ცხრილში რა ტიპის შეცდომა იყო დაშვებული ტექსტში.
ტექსტის რედაქტირების შემდეგ, შეადარეს ერთმანეთის ნამუშევრები და იმსჯელს თუ რა ტიპის შეცდომებთან ქონდათ საქმე,აღსანიშნავია,რომ შეცდომათა უმეტესობა სწორად ქონდათ აღმოჩენილი თუმცა,გაუჭირდათ ანალიზი და ურთიერთდახმარებით შეეცადნენ  გაეანალიზებინათ  გამომწვევი მიზეიზი.
   აქტივობის დასრულების შემდეგ,მასწავლებელმა მიაწოდა ინფორმაცია სტილისტური ხარვეზების შესახებ და  წერისას მათი თავიდან აცილების შესახებ.





#3                      " როგორ ვიცნობ მხატვრულ ხერხებს?"
 შეხვედრის მიზანი: მოსწავლეებმა გაიღმავონ ცოდნა მხატვრული ხერხებისა  და ნაწარმოებში მათი დანიშნულების შესახებ.
                                     შეძლონ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება.

მოსწავლეები გადანაწილდნენ წყვილებში სამუშაოდ,მათ მაგიდაზე დახვდათ ერთი მხატვრული ხერხი,რომელის შესახებაც უნდა გაეხსენებინათ რა იცოდნენ,შემდეგ წყვილებში უზიარებდნენ საკუტარ ცოდნას და ცდოლობდნენ გაეხსენებინათ ესა თუ ის დამახასიათებელი დეტალი.

წყვილებში გამოცდილების გაზიარების შემდეგ,თითოეულმა მონაწილემ აუდიტორიას წარუდგინა საკუთარი ნამუშევარი,ხოლო მხატვრული ხერხები,რომელიც არ იცოდნენ ან არ ახსოვდათ დახარისხდა ვიცი,არ მახსოვს გრაფაში.ამის შემდეგ მასწავლებელმა გააკეთა პრეზენტაცია "მხატვრული ხერხები და მათი დანიშნულება ნაწარმოებში"
მოსწავლეებს ქონდათ საშუალება გაეკეთებინათ ჩანაწერები და დაესვათ კიტხევბი,რაც მათი ცოდნის გაღმავებას უწყობდა ხელს.
 თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით,მოსწავლეებს  მიეცათ დავალება,შეექმნათ შემოქმედებითი ესე სურათის შტაგონებით,სხვადასხვა მხატვრული ხერხების გამოყენებით.
მოსწავლეებმა საკუტარი ნამუშევრები წარადგინეს აუდიტორიის წინაშე,უნდა აღინიშნოს,რომ დავალება საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მათთვის და დავალებასაც შესანიშნავად გაართვეს თავი.


#2                                             " როგორ ვწერო ესე"
 შეხვედრის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ ესეს წერის ტექნიკას
                                      გაანალიზონ საკუთარი ესეს წერის შესაძლებლობები
                                       გამოიყენონ წერის სტრატეგიები და გააუმჯობესონ ესეს წერის ტექნიკა.

მოსწავლეებს შეთავაზებული ქონდათ ნიკო ლორთქიფანიძის "წისქვილის" ანალიზი, მასწავლებლის განმავითარებელი შეფასებისა და საკუთარ ნაშრომებზე დაკვირვებით,გაანალიზეს თავიანთი შესაძლებლობები და გამოკვეთეს ის ძირიტადი პრობლემები,რომელიც ხელს უშლის შეექმნან გამართული ესეები.


მასწავლებელმა,მინი ლექციის სახით მიაწოდა ინფორმაცია ესეს სტრუქტურისა და აგების შესახებ.

გონებრივი იერიშის მეთოდით ჩამოყალიბდა რამდენიმე თეზისი,რომელიც მოსწავლეებმა სურვილისამებრ აირჩიეს და მოამზადეს ესეები.


#1                                           "მწერლის სახელოსნო"

 პირველი შეხვედრა გაიმართა,ფარის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან,ისინი გაეცნენ პროექტის" სასწავლო გარემოს გაუმჯობესება,ქართული ენის სწავლების ხარისხის ასამაღლებლად" შესახებ ინფორმაციას.

  პრველ შეხვედრაზე, ჩატარდა დიაგნოსტიკური ტესტირება ქართულ ლიტერატურაში,მათ მიეცათ გასაანალიზებლად ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა"წისქვილი"

 მოსწავლეტა წერითი ნამუშევრების შეფასების საფუძვლეზე დაიგეგმება მომდევნო შეხვედრების ფორმატი,გამოიკვეთება საჭიროება და აქტივობები მიმართული იქნება წერის,კიტხვისა და ზეპირმეტყველების გაუმჯობესების მიმართულებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩვენ...

"გაკვეთილი მუზეუმში" კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუა...